მამუკა გორგოძეს საფრანგეთის ტოპ-14-ში ცხვირი გაუტეხეს

AutoSharing Option
"ტულონისა" და "სტად ფრანსეს" დაპირისპირება საკმაოდ უხეში რომ იქნებოდა, თავიდანვე ცნობილი იყო. ამ შეხვედრაში "ტულონს" ორი მორაგბე დაუშავდა: რომენ ტაოფიფენუა და მამუკა გორგოძე.

შეხვედრა "ალიანც რივიერაზე" გაიმართა და "ტულონის" გამარჯვებით, 23:16 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გორგოძე გამოცვალეს, რადგან ცხვირიდან სისხლი სდიოდა.

rugby365.fr-ის ინფორმაციით, ქართველ მორკინალს თამაშის შემდეგაც სდიოდა სისხლი, რაც იმის ნიშანია, რომ მას მოტეხილობა აქვს.

გორგოძეს "ტულონის" ექიმები დღეს დაუსვამენ დიაგნოზს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სტატიის ავტორს მეტი ტაქტიანობა რომ გამოეჩინა არ იქნებოდა ურიგო. ისეთი სათაური აქვს სტატიას, რომ გეგონება შეგნებულად გალახეს მამუკა და ცხვირი გაუტეხეს...
მეტი პატივისცემა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ!
მეტი ტაქტი!
17:27 02-02-2016
0
ასპროცენტიაააან, გეთანხმები ძმაო.
მიროსან
20:48 02-02-2016
0

სიახლეები პოპულარული