რაგბი. ლეგიონი: ირაკლი ნატრიაშვილის დებიუტი და ლელო "ტულონში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, ფრანგული რაგბის ერთ-ერთ გრანდში ახლახან, "სამედიცინო ჯოკერის" რანგში ჩაირიცხა. ვარსკვლავებით მოჭედილ კლუბში, სადაც კიდევ სამი ქართველი: მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე, თამაშობს, 32 წლის ქართველი მორაგბისთვის კარიერის პიკია.

ნატრიაშვილს დებიუტი "ტულონის" შემადგენლობაში გასულ უქმეებზე ჰქონდა. ტულონელებმა სტუმრად "ოიონაქსს" სძლიეს - 44:13.

ნატრიაშვილი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო და ცხრა წუთში ლელოც გაიტანა. სტუმრებმა ხუთმეტრიანი დერეფანი, რომელშიც ბურთი ქართველმა შერკინების კვაჭმა ააგდო, სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და მეტოქე ჩათვლის მოედანში შეათრიეს. ბურთით ხელში ბოლოს ნატრიაშვილი იყო.

ჩილაჩავა ძირითად შემადგენლობაში იყო და 50-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძე ტრავმირებულია, მიქაუტაძეს არ უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული