რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე "მიდი ოლიმპიკის" სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-18 ტურის მატჩების შემდეგ სატურნირო ცხრილში გუნდების განლაგებაში ცვლილება არ მომხდარა.

მნიშვნელოვანი იყო, რომ დიდი ხნის შემდეგ ისევ მეორე ხაზში ითამაშა საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ. მან "ტულონის" შემადგენლობაში ლევან ჩილაჩავასთან და ირაკლი ნატრიაშვილთან ერთად "გრენობლს" მოუგო - 38:8.

როგორც ფრანგული მედია აღნიშნავს, გუნდის მთავარი მწვრთნელის, ბერნარ ლაპორტის ექსპერიმენტმა გაამართლა - გორგოძემ ძალიან კარგად ითამაშა. მან 4 ნომერზე შეუცვლელად იასპარეზა, ჩილაჩავა თამაშში 47-ე წუთზე ჩაერთო, მე-60 წუთზე ნატრიაშვილიც შევიდა მოედანზე, მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში იყო
გამოძახებული, ხოლო ალხაზაშვილი - სათადარიგო გუნდშია.

გორგოძეს, ალბათ, სეზონის ბოლომდე ამ პოზიციაზე მოუწევს თამაში, თუმცა თავად, რა თქმა უნდა, მესამე ხაზში ურჩევნია.

"სწორედ ამ პოზიციაზე დავიწყე რაგბის თამაში. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, ისევ მესამე ხაზში ვითამაშებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს ამ პოზიციაზე. მართალია, მსოფლიოს თასზე ვითამაშე, მაგრამ ბოლო თვეებში პრაქტიკა არცთუ საკმარისი მქონდა. ასე რომ, საკმაოდ დასვენებული ვარ.

ახლა კი უნდა დაგტოვოთ, დღეიდან საქართველოს ნაკრებს უნდა შევუერთდე, ერთა თასზე ფინალივით მატჩი გვაქვს რუმინეთის წინააღმდეგ", - თქვა გორგოძემ მატჩის შემდეგ მედიასთან საუბრისას.

მწვრთნელი ბერნარ ლაპორტიც კმაყოფილია: "მამუკამ ძალიან მაგრად ითამაშა, ის აქტიური გახლდათ. ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო".

აღსანიშნავია, რომ ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" მამუკა გორგოძე მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

TOP 14
XVIII ტური
ტულუზი-ბორდო 13:13
სტად ფრანსე-რასინგი 16:34
კლერმონი-ბრივი 25:6
ლა როშელი-პო 35:16
კასტრი-აჟენი 50:16
ტულონი-გრენობლი 38:8
ოიონაქსი-მონპელიე 10:31

ლეგიონი:
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (პო) ძირითადში (52 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში
ირაკლი ნატრიაშვილი (ტულონი) შეცვლაზე (59 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (46 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ეროვნულ ნაკრებში
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) შეცვლაზე (46 წთ) სბ
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (52 წთ)
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ტრავმირებულია
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) ძირითადში (40 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) ეროვნულ ნაკრებში
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) არ უთამაშია
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ეროვნულ ნაკრებში
გიორგი ჟღენტი (ბრივი) შეცვლაზე (40 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) ძირითადში (40 წთ)
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) დისკვალიფიკაცია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. რასინგი 17 13 1 3 +88 59(5)
2. კლერმონი 17 11 1 5 +197 58(12)
3. ტულონი 18 11 0 7 +229 57(13)
4. ბორდო 18 11 2 5 +70 52(4)
5. მონპელიე 17 11 0 6 +37 50(6)
6. ტულუზი 17 9 2 6 +165 48(8)
7. კასტრი 17 9 0 8 +55 43(7)
8. ლა როშელი 17 8 0 9 +3 40(8)
9. ბრივი 17 8 1 8 -22 38(4)
10. გრენობლი 17 7 0 10 -72 33(5)
11. პო 17 6 1 10 -184 28(2)
12. სტად ფრანსე 17 6 0 11 -65 26(2)
13. აჟენი 17 3 0 14 -202 15(3)
14. ოიონაქსი 17 3 0 17 -299 14(2)

PRO D2
XXII ტური
ნარბონი-ბიარიცი 20:26
ბეზიე-კოლომიე 26:17
ლიონი-დაქსი 42:7
ალბი-ბურგუენი 17:41
ბაიონი-ექსი 23:18
მონტობანი-კარკასონი 12:3
ტარბი-ორიაკი 17:20
მარსანი-პერპინიანი 27:22

ლეგიონი:
ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი) ეროვნულ ნაკრებში
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ზაქაშვილი (ექსი) ძირითადში (20 წთ)
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ეროვნულ ნაკრებში
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ტრავმირებულია
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნემსაძე (ტარბი) ეროვნულ ნაკრებში
ირაკლი მირცხულავა (ტარბი) შეცვლაზე (52 წთ)
კახა კობერიძე (ტარბი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (40 წთ)
ვახტანგ მაისურაძე (ალბი) განაცხადში არ იყო
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (28 წთ)
გიორგი მჭედლიშვილი (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) ძირითადში (52 წთ) სბ
ასტამურ იოსელიანი (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ეროვნულ ნაკრებში

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლიონი 22 20 0 2 +398 91(11)
2. ბაიონი 22 15 1 6 +70 68(6)
3. ბეზიე 22 13 1 8 +89 60(6)
4. ორიაკი 22 13 0 9 +74 59(7)
5. პერპინიანი 22 11 1 10 +61 55(9)
6. კოლომიე 22 10 3 9 0 52(6)
7. ალბი 22 11 2 9 -12 51(3)
8. მარსანი 22 10 1 11 -57 47(5)
9. ბურგუენი 22 9 0 13 -13 46(910)
10. მონტობანი 22 10 0 12 -41 46(6)
11. ნარბონი 22 10 0 12 -51 46(6)
12. ბიარიცი 22 10 0 12 +27 45(5)
13. კარკასონი 22 8 0 14 -184 36(4)
14. დაქსი 22 7 1 14 -133 34(4)
15. ტარბი 22 8 0 14 -45 33(9)
16. ექსი 22 6 0 16 -183 27(3)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათაშორის მაგ სტატიის კომენტარებში ბევრი აღნიშნავდა რომ ნარიაშვილიც(მონპელიე) იმსახურებდა ტურის სიმბოლურში მოხვედრას
alan
18:40 15-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული