რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძე "ვორსტერში" ბედნიერია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტური დარჩა. საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის "ვორსტერს" მე-19 ტურის შემდეგ 34 ქულა დაუგროვდა და მე-10 ადგილზეა.

"ვორსტერი" სტუმრად დაუპირისპირდა "ექსეტერს" და დიდი ანგარიშით, 12:50 წააგო. ბრეგვაძე თამაშში 44-ე წუთიდან ჩაერთო და არბიტრმა ერთ წუთში სინბინში გაუშვა.

"მომენატრა აქ ვარჯიში და თამაში, რადგან ყოველთვის კარგად ვგრძნობ თავს გუნდში. კარგი ურთიერთობა მაქვს მორაგბეებთან და მწვრთნელებთან. "ვორსტერში" თავს ბედნიერად ვგრძნობ", - ეს სიტყვები ჯაბამ საქართველოდან კლუბში დაბრუნების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში თქვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული