რაგბი. ლეგიონი: ჩემპიონთა თასს მხოლოდ დავით ხინჩაგიშვილი შემორჩა

AutoSharing Option
ჩემპიონთა თასის გათამაშებას შარშანდელი გამარჯვებული "ტულონი" მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. სულ კი, ევროთასების ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის ქართველ მორაგბეთა ერთი გუნდი, დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგი" განაგრძობს ბრძოლას.

პარიზულმა კლუბმა, რომელსაც საფრანგეთის ჩემპიონატშიც სერიოზული მიზნები აქვს, გათამაშებას სწორედ მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი" გამოთიშა.

"მეტრო რასინგმა" მეტოქეს 19:16 სძლია. აღსანიშნავია, რომ ტულონელებმა ოთხი საჯარიმოს გატანა ვერ მოახერხეს, რაც, ფაქტობრივად, მარცხის ფასად დაუჯდათ.

გორგოძემ მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ჩილაჩავა მატჩში 41-ე წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილი, მიქაუტაძე და ნატრიაშვილი განაცხადში არ
იყვნენ.

"მეტრო რასინგი" ნახევარფინალში სტუმრად, ოღონდ ნოტინგემში, დაუპირისპირდება ინგლისურ "ლესტერ ტაიგერზს", რომელმაც მეოთხედფინალში შინ დაამარცხა ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე".

ჩვენებურების გუნდმა თითქმის უშანსოდ წააგო. გასაკვირი არცაა, რადგან "სტად ფრანსეს" საშინაო ასპარეზზე სერიოზული პრობლემები აქვს. არადა, გუნდი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია.

ჟვანია ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძეს არ უთამაშია.

მეორე ნახავრაფინალურ წყვილში ორი ინგლისური გუნდი, "სარასენზი" და "ვოსფსი" გამოავლენს კიდევ ერთი ფინალისტის ვინაობას.

ჩემპიონთა თასი
1/4-ფინალი
სარასენზი-ნორსჰემპთონი 29:20
ვოსფსი-ექსტერი 25:24
ლესტერი-სტად ფრანსე 41:13
მეტრო რასინგი-ტულონი 19:16

1/2-ფინალი
სარასენზი-ვოსფსი
ლესტერი-მეტრო რასინგი

ერთი "ქართული გუნდი" განაგრძობს ასპარეზობას ჩელენჯ კაპის გათამაშებაში. მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ" სტუმრად სძლია "სეილ შარქსს" - 25:19.

მონპელიელები ბრიტანეთში საბრძოლო შემადგენლობით ჩავიდნენ და ცალსახად მიანიშნეს, რომ "ჩელენჯ კაპის" გათამაშებას ალმაცერად არ უყურებენ. თითქმის უძლიერესი შემადგენლობით მოთამაშე სტუმართა გუნდმა "ზვიგენებს" გამარჯვების შანსი არ დაუტოვა.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. იმავდროულად, შეხვედრაში ჩაერთო ქუბრიაშვილი.

ნახევარფინალში მონპელიელები შინ დაუპირისპირდებიან უელსურ "ნიუპორტს", რომელმაც ასეევ სტუმრად შეძლო ინგლისური "გლოსტერის" დამარცხება - 23:21.

თუ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალური წყვილებიდან გამარჯვებულის წინასწარ დასახელება რთულია, "ჩელენჯ კაპზე" შეიძლება თამამად ვიმარჩიელოთ. ვფიქრობთ, ფინალში "მონპელიე" გავა, სადაც ინგლისურ "ჰარლიქვინზს" დაუპირისპირდება, რომელიც, თავის მხრივ, ნახევარფინალში ფრანგულ "გრენობლს" მასპინძლობს.

ჩელენჯ კაპი
1/4-ფინალი
ჰარლიქვინზი-ლონდონ აირიში 38:30
გრენობლი-ქონოთი 33:32
სეილ შარქსი-მონპელიე 19:25
გლოსტერი-ნიუპორტი 21:23

1/2-ფინალი
ჰარლიქვინზი-გრენობლი
მონპელიე-ნიუპორტი

* * *
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტური დარჩა. უკვე ვწერდით, რომ ზაზა ნავროზაშვილის "ლიონმა" პირველი ადგილი დაიბევა და ელიტური, პირველი დივიზიონის საგზური მოიპოვა.

მომდევნო ოთხ ადგილზე გასული გუნდები პლეი ოფში კიდევ ერთ საგზურს გაითამაშებენ. იქ მოსახვედრად ბრძოლა კი სულ უფრო მძაფრდება. გასულ, 25-ე ტურს სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია. "ლიონის" შემადგენლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მესამეხაზელის, გიორგი ჯავახიას დებიუტი შედგა.

"ლიონმა" სტუმრად ითამაშა გიორგი ნემსაძის, კახაბერ კობერიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბთან" და მინიმალური სხვაობით, 9:10 დამარცხდა. ჯავახია მოედანზე 70-ე წუთიდან გამოჩნდა, მასზე ცხრა წუთით მეტი ითამაშა მირცხულავამ. ნემსაძეს დისკვალიფიკაცია აქვს, კობერიძეს არ უთამაშია.

პლეი ოფის ოთხი ადგილისთვის რეალურად ექვსი გუნდი იბრძვის, რომელთაგან ხუთი ქართველებისაა. ესენია: "ბაიონი", "ორიაკი", "ბეზიე", "პერპინიანი" და "მონ დე მარსანი".

ანტონ ფეიქრიშვილის "ბაიონი", რომელიც 69 ქულით მეორე ადგილზეა, სტუმრად დამარცხდა გიორგი მჭედლიშვილისა და დიმიტრი ბასილაიას "პერპინიანთან" - 10:23. ჩვენებურთაგან მხოლოდ ფეიქრიშვილმა ითამაშა, რომელიც მოედანზე 63-ე წუთიდან გამოჩნდა, მჭედლიშვილი და ბასილაია განაცხადში არ იყვნენ.

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა", რომელიც "ბაიონს" ერთი ქულით ჩამორჩება, შინ დაამარცხა "კარკასონი" - 42:14. დათუნაშვილმა და შარიქაძემ სრულად ითამაშეს, ხატიაშვილი განაცხადში არ იყო.

ლაშა ლომიძის "ბეზიემ" შინ სძლია ბექა შეყლაშვილისა და ვახტანგ მაისურაძის "ალბის" - 27:8 და საპლეიოფო ზონაში ინარჩუნებს ადგილს.

ლომიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს, შვიდი წუთით ადრე დატოვა მოედანი შეყლაშვილმა, მაისურაძე მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.

"მონ დე მარსანის" შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე ითამაშა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ბექა გორგაძემ. მისმა გუნდმა შინ დაამარცხა "ნარბონი" - 17:11 და საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა.

XXV ტური
პერპინიანი-ბაიონი 23:10
ტარბი-ლიონი 10:9
ბიარიცი-დაქსი 28:13
ორიაკი-კარკასონი 42:14
ბურგუენი-მონტობანი 27:20
კოლომიე-ექსი 27:19
მონ დე მარსანი-ნარბონი 17:11
ბეზიე-ალბი 27:8

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ლიონი 25 22 0 3 +422 101(13)
2. ბაიონი 25 15 1 9 +27 69(7)
3. ორიაკი 25 15 0 10 +92 68(8)
4. ბეზიე 25 14 1 10 +79 64(6)
5. პერპინიანი 25 13 1 11 +71 63(9)
6. კოლომიე 25 12 3 10 +8 61(7)
7. მარსანი 24 13 1 11 -29 59(5)
8. ბურგუენი 25 11 0 14 +14 56(12)
9. ალბი 25 12 2 11 -22 56(4)
10. ბიარიცი 25 12 0 13 +42 54(6)
11. მონტობანი 25 11 0 14 -25 52(8)
12. ნარბონი 25 11 0 14 -66 50(6)
13. ტარბი 25 11 0 14 -36 45(9)
13. კარკასონი 25 9 0 16 -210 41(5)
14. დაქსი 25 7 1 17 -174 35(5)
16. ექსი 25 7 0 18 -189 32(4)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბესო
"მეტრო რასინგი" არ არსებობს ასეთი გუნდი
იყო მერტო რასინგ 92 (სპონსორის სახელიდან გამომდინარე - სატრანსპორტო კომპანია მეტრო) მარგამ მორჩა რა ეგ სიამტკბილობა
კლუბს დარჩა ძველი სახელი
რასინგ 92 - http://www.racing92.fr/
ბესიკ ჯანგავაძე -s
12:35 12-04-2016
0
warmatebebi.ise ki namdvilad metro rasing92 hqvia.naxe titrebshi roca mwvrtneli an romelime rasingis ragbisti saubrobs.dgeshi atjergadis BFMTV-ze,>TELE-ze da L'EQUIPE21-ze.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული