მიხეილ ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის XXI-ე ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში ბოლო ტურებში წარმატებით ასპარეზობს ქართველი მორაგბეების, მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე". ჩვენებურთა ამ გუნდმა 21-ე ტურის მატჩში სტუმრად მოუგო საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსეს" - 26:20.

ნარიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად ამისა, ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირად გამოიყურება: 15. დელონ არმითიჯი (ტულონი), 14. ალოფა ალოფა (ლა როშელი), 13. ორელიან რუჟერი (კლერმონი), 12. ლევანი ბოტია (ლა როშელი), 11. დევიდ
სმითი (კასტრი), 10. ბენჟამინ ურდაპილიეტა (კასტრი), 9. ბენუა პელონგი (მონპელიე). 8. კამილ ჟერონდო (კლერმონი), 7. სტეფონ არმითიჯი (ტულონი), 6. პოუტასი ლუაფუტუ (ბრივი), 5. როდრიგო კაპო ორტეგა (კასტრი), 4. გრეგორი ლამბოლეი (ტულუზი), 3. კლემან რიჩი (კლერმონი), 2. იკაირო ფორბე (ლა როშელი), 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი სპორტსმენია ალეკო იზორია წარმატებები
ალეკო იზორია
09:14 18-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული