ლას ვეგასში იბრასა და გოგონებთან ერთად ხინჩაგიშვილის თანაგუნდელიც გამოიჭირეს [PHOTO]

AutoSharing Option
ფრანგული სარაგბო კლუბის, "მეტრო რასინგის" მოთამაშე მარტინ კასტროჯოვანი უხერხულ მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ინტერნეტში პსჟ-ის რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ლასვეგასური თავგადასავლის ამსახველი ფოტოსურათები გავრცელდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

"რასინგში" დავით ხინჩაგიშვილის თანაგუნდელს, 35 წლის იტალიელ მორაგბეს კლუბის მესვეურთათვის უთქვამს, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს დააკლდებოდა, სინამდვილეში კი, იბრასთან ერთად, ლას ვეგასში დროსტარება ჰქონია ჩაფიქრებული.

ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა ჭკუაზე დადგებოდნენ "რასინგის" ბოსები, როდესაც ფოტოებზე მარტინ კასტროჯოვანი ამოიცნეს. ის უმალ ჩამოაშორეს გუნდს იქამდე, სანამ შიდა
გამოძიება დასრულდება.

პსჟ-ის ფეხბურთელები ლას ვეგასში, საფრანგეთის ლიგის თასის ფინალის ("ლილთან" 2:1) მოგების შემდეგ ტიტულის აღსანიშნავად გაემგზავრნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ რა გითხარი მე. გეთქვა ქაალები კი არა კაცები წავიყვანეო, ხომ არ აგიტყდებოდა ასეთი ამბავი. თუ აგიტყდებოდა არნახული დამცველები გამოგიჩნდებოდა ეგრევე. :–) ვაი თქვენს პატრონს
რეალობა
21:02 27-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული