მამუკა გორგოძე: მეუღლესთან უთანხმოების მიუხედავად, საქართველოში დავბრუნდები

AutoSharing Option
ფრანგულმა "ეკიპმა" მამუკა გორგოძესთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც გამოცემის ვებსაიტზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ინტერვიუს წინათქმაში მამუკა სამშობლოზე საუბრობს:

"საქართველო ჩემი ქვეყანაა, კარიერას რომ დავასრულებ, იქ დავბრუნდები. საფრანგეთში, უბრალოდ, ვმუშაობ. ამის გამო მცირე უთანხმოებაც კი მაქვს მეუღლესთან. არა, ის საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ შვილების გამო შიშობს.

ისინი საფრანგეთში იზრდებიან და საქართველოში ცხოვრება შეიძლება გაუჭირდეთ. მე ეს მესმის, მაგრამ შექმნილი სტერეოტიპის მიუხედავად, საქართველო სულაც არ არის საშიში ქვეყანა.

იქ ცხოვრება უფრო უხიფათოა, ვიდრე საფრანგეთში, რადგან კრიმინალის დონე ჩვენთან უფრო მცირეა.

კი, რა
თქმა უნდა, ისეთი მეზობლების გამო, როგორც რუსეთია, ჯერ კიდევ გვაქვს პოლიტიკური და სტრატეგიული პრობლემები, ქვეყანა ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ საქართველო დიდებული ქვეყანაა, ხალხიც უფრო თბილია", - აცხადებს გორგოძე "ეკიპთან" ინტერვიუში.
მკითხველის კომენტარები / 23 /
გენაცვალე მამუკა ჯიგარში, ქართულ ჯიგარში რა...

აი სტატიის სათაური ....
ქუთათური
17:26 10-05-2016
0
ასავალ-დასავალს ემსგავსებით სათაურებით
Vaxo
16:04 09-05-2016
0

სიახლეები პოპულარული