რაგბი. ლეგიონი: ბარსელონაში, "ნოუ კამპზე" ქართული ფინალი გაიმართება!

AutoSharing Option
ფოტოზე: "ტულონი" ფინალშია
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. ელიტური, პირველი დივიზიონის ნახევარფინალში ერთმანეთს ქართველ მორაგბეთა გუნდები დაუპირისპირდნენ.

მძიმე ბრძოლა გაიმართა კლერმონში, სადაც დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის გუნდმა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგს" უმასპინძლა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 27:27 დასრულდა. დამატებით ათწუთიან ტაიმებში კი, პარიზელებმა იყოჩაღეს და მეტოქეს მინიმალური სხვაობით 34:33 აჯობეს.

ზირაქაშვილი თამაშში 57-ე წუთიდან ჩაერთო, ათი წუთის შემდეგ მოედანზე კოლელიშვილიც გამოჩნდა, ხინჩაგიშვილი განაცხადში არ იყო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი, მამუკა გორგოძის, კონსტანტინე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავასა და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონმა"
შინ დაამარცხა მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე" - 27:18.

ექვსი ქართველიდან ოთხი ძირითად შემადგენლობაში იყო. გორგოძემ სრულად ითამაშა, მიქაუტაძე 58-ე წუთზე შეცვალეს, შვიდი წუთის შემდეგ მოედანი ჩილაჩავამაც დატოვა, მასზე ორი წუთით მეტი ითამაშა ნარიაშვილმა, ქუბრიაშვილი კი მოედანზე 50-ე წუთიდან გამოჩნდა. ნატრიაშვილი განაცხადში არ იყო.

ფინალში, რომელიც 24 ივნისს ბარსელონაში "ნოუ კამპზე" გაიმართება, "ტულონი" პარიზულ "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდება.

TOP14
ნახევარფინალი
კლერმონი-მეტრო რასინგი 33:34 (დ.დ)
ტულონი-მონპელიე 27:18

ფინალი
ტულონი-მეტრო რასინგი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისინი ბედკრული საქართველოს ლომები არიან :)
shota
14:34 20-06-2016
0
არც ერთი იყო ტულონელი და არც მეორე პარიზელი... :)
Lado
13:42 20-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული