გამოკითხვაში ნარიაშვილს მხარი 22%-მა (1347 ხმა) დაუჭირა და 9 ხმით აჯობა პარიზული "მეტრო რასინგის" ბურჯს, ედი ბენ არუსს.
იმავე ვებგვერდის გამოკითხვაში, საუკეთესო მარჯვენა ბურჯების ხუთეულში მოხვდა "ტულონის" ქართველი პირველხაზელი ლევან ჩილაჩავა, რომელმაც ხმების 17% მოაგროვა და მეოთხე ადგილზე გავიდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"