სამი "ბორჯღალოსანი" საფრანგეთის ჩემპიონატის სახალხო სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" მკითხველების გამოკითხვა ჩაატარა, რათა საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო თხუთმეტეული გამოევლინა.

შედეგად, ახლახან დასრულებული გათამაშების სიმბოლურ ნაკრებში სამი ქართველი მორაგბე მოხვდა. შერკინების პირველხაზელმა (N1) მიხეილ ნარიაშვილმა ხმების 44% მიიღო, ლევან ჩილაჩავამ (N3) 54% დაიმსახურა, მესამე ხაზში კი, 6 ნომრის პოზიციაზე საუკეთესოდ მამუკა გორგოძე გამოკითხულთა 58%-მა დაასახელა.

სიმბოლური ნაკრები
15. გაეტან ჟერმენი (ბრივი), 14. ჯოსუა ტუისოვა (ტულონი), 13. გაელ ფიკუ (ტულუზი), 12. ლევანი ბოტია (ლა როშელი), 11. ტიმოსი ნაგუსა (მონპელიე), 10. კოლინ სლედი (პო), 9. ბატისტ სერინი
(ბორდო). 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 2. გილემ ჟირადო (ტულონი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. ჟაკ დუ პლესი (სამ.აფრიკა), 5. პოლ ვილემსი (მონპელიე), 6. მამუკა გორგოძე (ტულონი), 7. კამილ ჟერონდო (კლერმონი), 8. ლუი პიკამოლი (ტულუზი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
Levani Botia ასე წერია ვიკიპედიაში და ეს ვერანაირად ლება'ანი მ'ბნოტია-ად ვერ წარმოითქმება
გულშემატკივარი
17:45 04-07-2016
0
Giroud შენი ლოგიკით გიროუდი უნდა იყოს და არა ჟირუ.
ყველა კომენტატორი(არა ქართველები) მას მოიხსენებენ როგორ ლებაანი მბოტიას და არა ლევანი ბოტიას. მის წარმომავლობაში უნდა ვეძებოთ მისი სწორი სახელი და გვარის წარმოთქმა და არა ინგლისურ ვერსიაში.

გულშემატკივარს
18:07 04-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული