ლევან დათუნაშვილი "ორიაკში" დაბრუნდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი, რომელიც ამჟამად საფარნგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ფიჟაკში" თამაშობს, მომავალი სეზონიდან ისევ "ორიაკის" კვართს მოირგებს.

"ორიაკი" საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის გუნდია, სადაც დათუნაშვილი შარშან ირიცხებოდა. "ორიაკის" თავკაცებმა ის "ფიჟაკში" განათხოვრების წესით გაუშვეს და ახლა ისევ უკან იბრუნებენ.

აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა კიდევ ერთ ფიჟაკელ ქართველზე, საქართევლოს ნაკრების ახალგაზრდა ფულბეკზე ბექა ურჯუკაშვილზე. ასე რომ, გამორიცხული არ არის, მომავალ სეზონში ის ელიტური, მეორე დივიზიონის რომელიმე გუნდში ვიხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული