"ბორჯღალოსნების" შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე მეორე სეზონია "ვორსტერ ვორიორზში" ასპარეზობს. ჩვენებურის "გუნდს" პირველივე ტურში სტუმრად ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, "სარასენზსთან" მოუწია შეხვედრამ. "ვორსტერმა" მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და მხოლოდ სამი ქულით დამარცხდა - 3:6.
"სარასენზმა", როგორც მოსალოდნელი იყო, შესვენების შემდეგ მაინც იმძლავრა და მეტოქე 35:3 დაამარცხა. ბრეგვაძე თადარიგში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა" კი, ასევე სტუმრად წააგო
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"