რაგბი. ლეგიონი: ქართველების გუნდების ორი მარცხი სტარტზე

AutoSharing Option
პირველი ტურის მატჩები გაიმართა ინგლისის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში, სადაც ქართველ მორაგბეთა ორ გუნდი ასპარეზობს.

"ბორჯღალოსნების" შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე მეორე სეზონია "ვორსტერ ვორიორზში" ასპარეზობს. ჩვენებურის "გუნდს" პირველივე ტურში სტუმრად ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, "სარასენზსთან" მოუწია შეხვედრამ. "ვორსტერმა" მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და მხოლოდ სამი ქულით დამარცხდა - 3:6.

"სარასენზმა", როგორც მოსალოდნელი იყო, შესვენების შემდეგ მაინც იმძლავრა და მეტოქე 35:3 დაამარცხა. ბრეგვაძე თადარიგში იყო და თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო.

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელის, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლმა" კი, ასევე სტუმრად წააგო
"ჰარლიქვინზთან" - 19:21. ჩვენებური განაცხადში არ იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული