სატურნირო ცხრილის პირველი ექვსი საფეხურიც ქართველ მორაგბეთა გუნდებს უკავიათ.
მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა კლერმონში გაიმართა, სადაც დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონ "მეტრო რასინგს" უმასპინძლა. "ვულკანებმა" პარიზელებს რაგბის თამაშის გაკვეთილი ჩაუტარეს და 47:10 დაამარცხეს.
ზირაქაშვილმა, რომელიც 59-ე წუთზე შეცვალეს, ერთი წუთით ადრე ლელო გაიტანა. ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი კლერმონელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა მიხეილ ნარიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიემ", რომელმაც შინ დაამარცხა "პო" - 41:13. ქართველი მორაგბეები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ნარიაშვილი კი, ისევე, როგორც ზირაქაშვილი, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
სკანდალური გამოდგა კარლენ ასეიშვილის, ვასილ ლობჟანიძისა და სოსო ბეკოშვილის "ბრივის" შეხვედრა სტუმრად "გრენობლთან". მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ჩხუბი ატყდა, რომელშიც ორივე გუნდი სათადარიგოებიანად ერთად მონაწილეობდა.
შედეგად, მატჩის არბიტრმა მასპინძელთა ორ და "ბრივის" ერთ მორაგბეს წითელი ბარათი უჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ "ალპელები" თამაშის ბოლომდე კაცნაკლულნი იყვნენ, გამარჯვება მაინც მათ დარჩათ - 36:23.
ამ შეხვედრაში ვასილ ლობჟანიძის დებიუტი შედგა საფრანგეთის ჩემპიონატში. ის თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, ასეიშვილი მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა და 57-ე წუთზე ლელო გაიტანა.
სტუმრად ვასილ კაკოვინის "ტულუზთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და ბადრი ალხაზიშვილის "ტულონმა" - 32:15.
გორგოძემ ძირითად შემადგენლობაში, მეორე ხაზში ითამაშა და 68-ე წუთზე შეცვალეს. ჩილაჩავა თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო.
TOP 14
IV ტური
სტად ფრანსე-კასტრი 29:25
ბორდო-ბაიონი 40:20
ლა როშელი-ლიონი 43:18
მონპელიე-პო 41:13
კლერმონი-რასინგი 47:10
გრენობლი-ბრივი 36:23
ტულუზი-ტულონი 15:32
ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) განაცხადში არ იყო
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (68 წთ)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) შეცვლაზე (52 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (53 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (74 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (53 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) შეცვლაზე (62 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) ძირითადში (41 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) განაცხადში არ იყო
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) განცხადში არ იყო
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) შეცვლაზე (41 წთ) ლ
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) შეცვლაზე (70 წთ)
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ძირითადში (59 წთ) ლ
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ლა როშელი 4 3 1 0 +36 15(1)
2. კლერმონი 4 2 2 0 +41 13(1)
3. სტად ფრანსე 4 2 1 1 +30 11(1)
4. ტულონი 4 2 0 2 +12 11(3)
5. მონპელიე 4 2 0 2 +33 10(2)
6. ბრივი 4 2 1 1 -1 10(1)
7. ბორდო 4 2 0 2 +4 9(1)
8. რასინგი 4 2 0 2 -16 9(1)
9. ტულუზი 4 2 0 2 -18 8(2)
10. კასტრი 4 1 1 2 +5 7(1)
11. ლიონი 4 1 1 2 -19 7(1)
12. ბაიონი 4 1 1 2 -31 6(0)
13 პო 4 1 0 3 -33 6(2)
14. გრენობლი 4 1 0 3 -43 5(1)
მეორე დივიზიონში ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის "ორიაკი" დაწინაურდა. ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ დაამარცხა "მონტობანი" - 20:12.
შარიქაძემ ახალ სეზონში პირველად ითამაშა და მოედანზე თავიდან ბოლომდე დაჰყო. ძირითად შემადგენლობაში იყო დათუნაშვილიც, რომელიც მე-40 წუთზე გაასინბინეს და 70-ე წუთზე შეცვალეს.
თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენმა" სტუმრად ითამაშა ფრედ ვახტანგ მაისურაძის "აბისთან" - 19:19. თეთრაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიძემ სრულად ითამაშა, მაისურაძე თამაშში 47-ე წუთიდან ჩაერთო.
სამი თამაშიდან ორი მოიგო და მეექვსე ადგილზეა მეორე დივიზიონის დებიუტანტი, შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 21:20. სუთიაშვილი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
PRO D2
III ტური
ოიონაქსი-კოლომიე 19:21
ბიარიცი-ანგულემი 20:21
კარკასონი-ბეზიე 17:9
მონ დე მარსანი-ბურგუენი 12:6
ნარბონი-ალბი 28:34
ვანი-აჟენი 19:19
პერპინიანი-დაქსი 14:16
ორიაკი-მონტობანი 20:12
ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) არ უთამაშია
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) არ უთამაშია
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) შეცვლაზე (53)
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) ძირითადში
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) ძირითადში (70 წთ) სინ
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) ძირითადში (31 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) ძირითადში (55 წთ)
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) ძირითადში (65 წთ) სინ
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) ძირითადში (41 წთ)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში
ვახტან მაისურაძე (ვანი) შეცვლაზე (48 წთ)
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ორიაკი 3 2 0 1 +36 10(2)
2. კოლომიე 3 2 0 1 +22 9(1)
3. ბეზიე 3 2 0 1 +21 9(1)
4. მარსანი 3 2 0 1 +7 9(1)
5. დაქსი 3 2 0 1 -1 9(1)
6. ანგულემი 3 2 0 1 -24 8(0)
7. ვანი 3 1 1 1 +2 7(1)
8. ოიონაქსი 3 1 0 2 +18 6(2)
9. აჟენი 3 1 1 1 -7 6(0)
10. ალბი 3 1 1 1 -10 6(0)
11. კარკასონი 3 1 1 1 -13 6(0)
12. ბიარიცი 3 1 0 2 +7 5(1)
13. მონტობანი 3 1 0 2 0 5(1)
14. ბურგუენი 3 1 0 2 -7 5(1)
15. პერპინიანი 3 1 0 2 -28 5 (1)
16. კარკასონი 3 1 0 2 -23 4(0).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"