საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე თამაზ მჭედლიძემ ფრანგულ "აჟენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულებით, მჭედლიძე გუნდში 2019 წლის ზაფხულამდე რჩება.
23 წლის მჭედლიძე "აჟენის" გამორჩეული მორაგბეა. გუნდი გასულ სეზონში TOP-14-დან გავარდა და ამჟამად Pro D2-ში მე-4 ადგილზეა 14 ქულით.
ეროვნულ ნაკრებში მჭედლიძის ანგარიშზე 42 მატჩში 6 ლელოა.