რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძის პირველი ლელო ინგლისში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინგლისის ჩემპიონატის მეექვსე ტურში პირველი ქართული ლელო გავიდა. ჯაბა ბრეგვაძისა და ვალ რაფავა-რუსკინის "ვორსტერი" სტუმრად ეთამაშა "ლესტერ ტაიგერზს" და 13:34 დამარცხდა.

ჩვენებურთა გუნდი წლეულს, ისევე, როგორც შარშან, წარუმატებლად ასპარეზობს. "ვორსტერმა" ექვს თამაშში ერთი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და სამი წააგო. გუნდს განსაკუთრებით უჭირს გასვლაზე თამაში. ამჯერადაც, ლესტერელთა უპირატესობა იმდენად საგრძნობი იყო, რომ მათ გამარჯვებაში ეჭვი ძნელად თუ ვინმეს შეეპარებოდა.

ბრეგვაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და ლელო 63-ე წუთზე გაიტანა. ამის შემდეგ მან მოედანზე კიდევ 13 წუთი დაჰყო.

გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია კიდევ
ერთი ქართველის, ინგლისის პრემიერშიპის დებიუტანტი, გიორგი ნემსაძის "ბრისტოლი", რომელმაც, ამჯერად, სტუმრად წააგო "ნიუკასლთან" - 14:19.

ნემსაძეს მთავარ გუნდში ჯიუტად არ ათამაშებენ. გიორგიმ ამჯერადაც სათადარიგო გუნდში, "ბრისტოლ იუნაიტედში" ითამაშა "ოქსფორდის" წინააღმდეგ, რომელიც ჩვენებურის გუნდმა 35:7 დაამარცხა. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო.

ინგლისი. VI ტური
ბასი-სეილ შარქსი 30:3, ექსეტერი-გლოსტერი 27:27, ჰარლექვინზი-ნორსჰემპთონი 20:9, ლესტერ ტაიგერზი-ვორსტერი 34:13, ნიუკასლი-ბრისტოლი 19:14, სარასენზი-ვოსფსი 30:14

სატურნირო მდგომარეობა
1. სარასენზი - 25 ქულა, 2. ვოსფსი - 23, 3. ბასი - 22, 4. ლესტერ ტაიგერზი - 19, 5. ექსეტერი - 14, 6. ნიუკასლი - 14, 7. სეილ შარქსი - 13, 8. ჰარლიქვინზი - 12, 9. გლოსტერი - 11, 10. ნორსჰემპთონი - 11. 11. ვორსტერი - 9, 12. ბრისტოლი - 2.

VII ტური
ნორსჰემპთონი-გლოსტერი, ბრისტოლი-სეილ შარქსი, ჰარლიქვინზი-ვორსტერი, სარასენზი-ლესტერ ტაიგერზი, ვოსფსი-ნიუკასლი, ექსეტერი-ბასი

კელტთა ლიგაში ისევ ანტონ ფეიქრიშვილის "ალსტერი" ლიდერობს. საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის გუნდმა მოულოდნელად სტუმრად წააგო ირლანდიურ "ქონოთთან" - 25:30.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალსტერელებმა პირველი ტაიმი ჩააგდეს, თუმცა მერე ნელ-ნელა მდგომარეობა გამოასწორეს და 45-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც - 22:22. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენება.

ფეიქრიშვილს ალსტერელთა რიგებში არც ამჯერად უთამაშია, თუმცა მომდევნო უქმეებზე ევროთასების გათამაშება დაიწყება, სადაც დიდი ალბათობით, ფეიქრიშვილსაც ექნება თავის გამოჩენის საშუალება.

კელტთა ლიგა. VI ტური
კონოთი-ალსტერი 30:25, ედინბურგი-ბენეტონი 45:10, ოსფრიზი-კარდიფი 46:24, ლენსტერი-მანსტერი 25:14, ზებრე-გლაზგო 28:33, ჰლანეჰლი-ნიუპორტი 31:27

სატურნირო მდგომარეობა
1. ალსტერი - 22 ქულა, 2. ლენსტერი - 21, 3. ოსფრიზი - 21, 4. გლაზგო - 21, 5. მანსტერი - 19, 6. კარდიფი - 18, 7. ჰლანეჰლი - 13, 8. ქონოთი - 10, 9. ედინბურგი - 9, 10. ნიუპორტი - 7, 11. ბენეტონი - 4, 12. ზებრე - 3

VII ტური
კარდიფი-ჰლანეჰლი, ედინბურგი-ზებრე, გლაზგო-ბენეტონი, ალსტერი-მანსტერი, ოსფრიზი-ნიუპორტი, ლენსტერი-ქონოთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
giglia
ავტორი ვარ.
გუნდების და ქალაქების თარგმანი ქართულად არ არსებობს.
გუნდს, სადაც ჯაბა ბრეგვაძე თამაშობს ქვია "ვორსტერი", უბრალოდ წარმოთქმისას რ იკარგება.
avtori
16:09 14-10-2016
0
ამ ინფორმაციებს სად ნახულობ?მაინტერესებს ნახვა მინდა მეც
avtors
16:56 14-10-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული