სამი ქართველი მორაგბე punditarena.com-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
punditarena.com-მა გამოაქვეყნა ევროპულ კლუბებში მოთამაშე რაგბის ეგრეთ წოდებული II ეშელონის ქვეყნების წარმომადგენელთა სიმბოლური ნაკრები. გუნდში სამი ქართველია.

პირველ ნომერზე სიმბოლურში მოხვდა "მონპელიეს" ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი. მე-5 ნომერზე რჩეულთა გუნდშია ასევე "მონპელიეს" მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე. 6 ნომერზე სიმბოლურ ნაკრებშია მამუკა გორგოძე (ტულონი).

გაგაცნობთ მთელ გუნდს: 1. ნარიაშვილი (საქართველო, მონპელიე), 2. მოტუ მატუუ (სამოა, გლოსტერი), 3. სენსუს ჯონსტონი (სამოა, ტულუზი), 4. ლეონ ნაკარავა (ფიჯი, რასინგი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (საქართველო, მონპელიე), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო, ტულონი). 7. ჯეკ ლამი (სამოა, ბრისტოლი), 8. სამუ
მანოა (აშშ, ტულონი), 9. ნიკოლა მატავალუ (ფიჯი, ბეზი), 10. ეიჯეი მაკგინტი (აშშ, სეილ შარქსი), 11. ნემანი ნადოლო (ფიჯი, მონპელიე), 12. ჯონი ლეოტა (სამოა, სეილ შარქსი), 13. ჯორჯ პისი (სამოა, ნორზემპტონი), 14. ჯოშუა ტუისოვა (ფიჯი, ტულონი), 15. აიუმა გორომარუ (იაპონია, ტულონი).
მკითხველის კომენტარები / 3 /
შერკინებაში ფიჯისაც ვათრევთ და სამოასაც და მხოლოდ 3 კაცი რა არი
0
აქ ევროპულ კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებზეა საუბარი
გულშემატკივარს
11:39 15-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული