ჩემპიონთა თასზე მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ინგლისურ "სარასენზს" მასპინძლობდა და 23:31 დამარცხდა. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო. 55-ე წუთზე ინგლისელებს ლელო ჩილაჩავამ დაუდო.
ქართველთა "მონპელიე" "ნორთჰემპტონს" ესტუმრა და 14:16 დამარცხდა. პირველიდან მეოთხე ნომრამდე ფრანგული კლუბის სასტარტოში ქართველები იყვნენ: მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკელაშვილი, დავით ქუბრიაშვილი და კონსტანტინე მიქაუტაძე.
"კლერმონმა" "ექსეტერი" 35:8 დაამარცხა. ფრანგულ გუნდში კარგად ითამაშა დავით ზირაქიშვილმა, რომელმაც მეტოქის პირველხაზელები აშკარად დაჩაგრა, ვიტო კოლელიშვილს არ უთამაშია.
ანტონ ფეიქრიშვილს არ უთამაშია "ალსტერის" შემადგენლობაში, რომელიც სტუმრად "ბორდოსთან" 13:28 დამარცხდა.
***
ჩელენჯ კაპის პირველ ტურში ლელო დადო დავით კაჭარავამ, რომლის "ენისეი" (ჯაბა ბრეგვაძეს არ უთამაშია) გამარჯვებული გამოვიდა "ვუსტერთან" მატჩში 19:12. აღსანიშნავია ქართული დებიუტებიც - "ბრივის" ძირითადში პირველად ითამაშა ვასილ ლობჟანიძემ, "ლიონში" თორნიკე მატარაძის დებიუტი შედგა.