კურიოზი: მამუკა გორგოძემ ბრიტანული აქცენტით დასმული კითხვა ვერ გაიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 ოქტომბერს ჩემპიონთა თასზე მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" ინგლისურ "შარკს" ესტუმრა და 15:5 დაამარცხა. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო, გორგოძე კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა გორგოძეს ბრიტანული აქცენტით კითხვა დაუსვა, რომელიც საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვერ გაიგო და დახმარება მის თანაგუნდელ ლი ჰალფპენის სთხოვა.

ჟურნალისტი: წინა წლის მსგავსად, წელსაც თასის მოგებას გეგმავთ?
გორგოძე: რაა?
ჰალფპენი: წელსაც იგივე შედეგის გამეორება გვსურს, რაც წინა წელს?
ჟურნალისტი: მამუკა, თქვენი ინგლისური ჩემს ქართულზე ბევრად უკეთესია და თქვენ მატჩის საუკეთესო
მორაგბედ დასახელდით.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გაიხარე მართალო კაცო, ზოგადად ჟურნალისტიკა მარტო ყვითელ ნიუსებს აპიარებს რაც შეეხება სპორტს აქ რაგბი ნამდვილად დაჩაგრულია არანაირი დროული რეაქცია მოვლენებზე. ხანდახან ვფიქრობ რომ ერთი წერს ყველა სტატიას რომელსაც ფეხბურთი უფრო მოსწონს და რაგბისთვის დრო არ რჩება
პაატას
09:42 25-10-2016
0
ჯიგარი ხარ, პაატა, არ ვიცოდი ეგ ფაქტები ნამდვილად. გეთანხმები, რაგბის ნებისმიერი გულშემატკივარისთვის საინტერესო იქნება ეგ თამაშები, სტატიები და ა.შ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული