ჩვენებურთა ეს გუნდი პირველი დივიზიონიდან წლეულს დაქვეითდა და უკან დაბრუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. "აჟენმა" მერვე ტურში შინ დაამარცხა ლაშა თავბერიძისა და შალვა სუთიაშვილის "ანგულემი" - 40:23.
მჭედლიძემ სრულად ითამაშა. დებიუტი ჰქონდა "აჟენის" რიგებში თავბერიძეს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. სუთიაშვილმა თავი
ამ გამარჯვების შემდეგ "აჟენს" 27 ქულა დაუგროვდა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა. ის ოთხი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკს", რომელმაც სტუმრად წააგო "კარკასონთან" - 13:47.
ქართველთაგან მხოლოდ ხატიაშვილმა ითამაშა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.
საპლეიოფო ზონაში ქართველ მორაგბეთა კიდევ ორი გუნდია. 22-22 ქულა დააგროვეს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ "ოიონაქსი" და "დაქსი". ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" სტუმრად მოუგო ბექა შეყლაშვილის "ალბის" - 18:16.
შეყლაშვილი 53-ე წუთზე შეცვალეს, მირცხულავას ნაცვლად 67-ე წუთზე თამაშში ვეფხვაძე ჩაერთო.
ელიზბარ ყუფარაძის "დაქსმა" შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა ბასკური "ბიარიცი" - 41:16. ყუფარაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.
საპლეიოფო ხუთეულს ოდნავ დასცილდნენ "ქართული გუნდები": "მონ დე მარსანი" და "ბეზიე". ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი" სტუმრად დამარცხდა "ნარბონთან" - 14:35. გორგაძემ სრულად ითამაშა.
ლაშა ლომიძის "ბეზიემ" კი, ასევე სტუმრად წააგო "მონტობანთან" - 23:38. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა.
II დივიზიონი
VIII ტური
ალბი-ოიონაქსი 16:18, აჟენი-ანგულემი 40:23, კარკასონი-ორიაკი 47:13, კოლომიე-ვანი 45:5, მონტობანი-ბეზიე 38:23, ნარბონი-მონ დე მარსანი 35:14, პერპირიანი-ბურგუენი 45:15, დაქსი-ბიარიცი 41:16
სატურნირო მდგომარეობა
1. აჟენი - 27 ქულა, 2. ორიაკი - 23, 3. კოლომიე - 22, 4. ოინაქსი - 22, 5. დაქსი - 22, 6. ანგულემი - 21, 7. კარკასონი - 19, 8. პერპინიანი - 19, 9. მონტობანი - 18, 10. მონ დე მარსანი - 17, 11. ნარბონი - 16, 12. ბიარიცი - 15, 13. ბეზიე - 13, 14. ვანი - 13, 15. ბურგუენი - 12, 16. ალბი - 11
IX ტური
ოიონაქსი-აჟენი, ანგულემი-პერპინიანი, ბურგუენი-ბიარიცი, მონტობანი-ნარბონი, მონ დე მარსანი-კარკასონი, ვანი-ალბი, ორიაკი-ბეზიე, კოლომიე-დაქსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"