თამაზ მჭედლიძემ სეზონში მე-4 ლელო დადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის Pro D2-ში მოასპარეზე "აჟენის" მორაგბე თამაზ მჭედლიძემ მე-9 ტურში სეზონის მე-4 ლელო დადო. "აჟენი" "ოიონას" ეწვია და 16:21 დამარცხდა. შეხვედრაში ანგარიში მე-4 წუთზე ქართველის ლელოთი გაიხსნა, მაგრამ სტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

მარცხის მიუხედავად, "აჟენი" 28 ქულით პირველ ადგილზეა და ელიტაში დაბრუნების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია. "ოიონას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მირცხულავამ (სინ-ბინი), ხოლო შეცვლაზე - გიორგი ვეფხვაძემ. "ოიონა" 26 ქულით მე-4 ადგილზეა. "აჟენის" სხვა ქართველები განაცხადში არ ყოფილან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია მაგარიიიიიიიი
zura
18:09 04-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული