რაგბი. ლეგიონი: ქართველების წყვილი ლელო საფრანგეთში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის შემდეგაც სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "კლერმონს", "მონპელიეს", "ტულონს", "ლა როშელს" და "ტულუზს" უკავიათ.

მორიგი ლელო მიითვალა "ტულონისა" და საქართველოს ნაკრების ლიდერმა მამუკა გორგოძემ. ტულონელებმა შინ მიიღეს "გრენობლი" და დამაჯერებლად დაამარცხეს - 42:12. გორგოძემ ლელო 36-ე წუთზე მიითვალა. ის ამ მომენტში უჩვეულო, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე იდგა და ჩათვლის მოედანში შესვლაში ხელი ვერავინ შეუშალა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მან თავიდან ბოლომდე ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ჩილაჩავა, რომელიც მე-60
წუთზე შეცვალეს.

ძალზე დაძაბული გამოდგა მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, შალვა მამუკაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი ბაზაძის საშინაო დაპირისპირება ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელთან". სტუმრებმა შესანიშნავად ითამაშეს. ბოლო წამებამდე იგებდნენ კიდეც - 11:9, მაგრამ დასანანი შეცდომა დაუშვეს და მონპელიელებმა ახლო მანძილიდან საჯარიმო დარტყმით "ლა როშელს" გამარჯვება ხელიდან გამოსტაცეს - 12:9.

ყაულაშვილის გარდა ყველა ქართველმა ითამაშა. ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი, მამუკაშვილი და მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ბაზაძე მოედანზე 71-ე წუთიდან გამოჩნდა.

გათამაშებას სრულიად დამსახურებულად ლიდერობს დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი". "ვულკანები" ამ ეტაპზე ყველაზე ორგანიზებულ და კარგად მობურთავე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. კლერმონელებმა მე-9 ტურში სტუმრად ითამაშეს კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივთან" და 40:16 დაამარცხეს.

ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს, ზირაქაშვილი თამაშში 7 წუთით ადრე ჩაერთო. ბრიველთაგან ძირითად შემადგენლობაში ასეიშვილი იყო, რომელმაც მოედანი 47-ე წუთზე დატოვა. ოთხი წუთით ადრე თამაშში ბეკოშვილი ჩაერთო, ლობჟანიძე განაცხადში არ იყო.

ვასილ კაკოვინის "ტულუზმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალა სტუმრად "პოსთან" - 24:20. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს.

TOP 14. IX ტური
პო-ტულუზი 20:24
მონპელიე-ლა როშელი 12:11
სტად ფრანსე-ლიონი 25:19
ტულონი-გრენობლი 42:12
ბაიონი-რასინგი 3:16
კასტრი-ბორდო 33:27
ბრივი-კლერმონი 16:40

ქართველი ლეგიონერები
დავით ხინჩაგიშვილი (ბაიონი) შეცვლაზე (62 წთ)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში ლ
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (60 წთ)
ბადრი ალხაზიშვილი (ტულონი) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (71 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე) ძირითადში (55 წთ)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (56 წთ)
შალვა მამუკაშვილი (მონპელიე) ძირითადში (73 წთ)
გაგი ბაზაძე (მონპელიე) შეცვლაზე (71 წთ)
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) განაცხადში არ იყო
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (52 წთ)
სოსო ბეკოშვილი (ბრივი) შეცვლაზე (43 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (47 წთ)
ვასილ ლობჟანიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) შეცვლაზე (50 წთ)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) ძირითადში (57 წთ)
ზაზა ნავროზაშვილი (ლიონი) განაცხადში არ იყო
გიორგი ჯავახია (ლიონი) განაცხადში არ იყო

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. კლერმონი 9 6 2 1 +101 32(4)
2. მონპელიე 9 6 0 3 +62 27(3)
3. ტულონი 9 5 1 3 +55 27(5)
4. ლა როშელი 9 4 2 3 +46 25(4)
5. ტულუზი 9 5 0 4 +10 23(3)
6. ბორდო 9 5 0 4 0 22(2)
7. რასინგი 9 5 0 4 -2 22(2)
8. კასტრი 9 4 1 4 +37 20(2)
9. სტ.ფრანსე 9 4 1 4 +12 20(2)
10. ბრივი 9 4 1 4 -46 19(1)
11. პო 9 3 0 6 -26 17(5)
12. ლიონი 9 3 2 4 -37 17(1)
13. გრენობლი 9 2 0 7 -111 11(3)
14. ბაიონი 8 1 2 6 -101 8(0)

მეორე დივიზიონში ისევ ორხელისუფლებიანობაა. სატურნირო ცხრილს სათავეში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი - "ორიაკი" და "აჟენი" უდგას.

თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა" სტუმრად ითამაშა გიორგი ვეფხვაძისა და ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსთან" და 16:21 დამარცხდა. მჭედლიძემ თამაშის დასაწყისშივე, მე-4 წუთზე მიმდინარე სეზონში მე-4 ლელო მიითვალა. მან თავიდან ბოლომდე ითამაშა. ძირითად შემადგენლობაში იყო მირცხულავაც, რომელიც 64-ე წუთზე გაასინბინეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აჟენელთა წაფორხილებით ისარგებლა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა", რომელმაც შინ დაამარცხა ლაშა ლომიძის "ბეზიე" - 32:9 და კონკურენტს დაეწია. ქართველი მორაგბეებიდან მხოლოდ შარიქაძემ ითამაშა.

საპლეიოფო ზონაშია შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემი", რომელიც შინ ფრეს დასჯერდა "პერპინიანთან" - 20:20. სუთიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.

PRO D2. IX ტური
ოიონაქსი-აჟენი 21:16
ანგულემი-პერპინიანი 20:20
ბურგუენი-ბიარიცი 15:22
მონტობანი-ნარბონი 21:3
მონ დე მარსანი-კარკასონი 28:20
ვანი-ალბი 34:6
ორიაკი-ბეზიე 32:9
კოლომიე-დაქსი 46:22

ქართველი ლეგიონერები
გიორგი ვეფხვაძე (ოიონაქსი) შეცვლაზე (64)
ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი) ძირითადში სინ
შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) ძირითადში (64 წთ)
ლაშა თავბერიძე (ანგულემი) განაცხადში არ იყო
ლაშა ლომიძე (ბეზიე) განაცხადში არ იყო
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
მერაბ შარიქაძე (ორიაკი) ძირითადში
გიორგი შარაშიძე (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი) განაცხადში არ იყო
ბექა შეყლაშვილი (ალბი) შეცვლაზე (64 წთ)
ელიზბარ ყუფარაძე (დაქსი) განაცხადში არ იყო
ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი) განაცხადში არ იყო
ტარიელ რატიანიძე (ნარბონი) განაცხადში არ იყო
ვახტანგ ახობაძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) ძირითადში ლ
ვახტან მაისურაძე (ვანი) განაცხადში არ იყო
არჩილ ბეჟიაშვილი (ვანი) განაცხადში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (კარკასონი) შეცვლაზე (54)

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ორიაკი 9 6 0 3 +44 28(4)
2. აჟენი 9 6 1 2 +28 28(2)
3. კოლომიე 9 6 0 3 +87 27(3)
4. ოიონაქსი 9 5 0 4 +58 26(6)
5. ანგულემი 9 5 1 3 -5 23(1)
6. მონტობანი 9 5 0 3 +45 22(2)
7. დაქსი 9 5 0 4 -28 22(2)
8. მარსანი 9 4 0 5 +3 21(5)
9. პერპინიანი 9 4 1 4 -6 21(3)
10. ბიარიცი 9 4 0 5 +9 19(3)
11. კარკასონი 9 4 1 4 +2 19(1)
12. ვანი 9 3 2 4 -16 18(2)
13. ნარბონი 9 4 0 5 -45 16(0)
14. ბეზიე 9 3 0 6 -23 15(3)
15. ბურგუენი 9 2 1 6 -73 12(2)
16. ალბი 9 2 1 6 -80 11(1)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მიდი ოლიმპიკმა" ჩილაჩავა მე-9 ტურის სიმბოლურში შეიყვანა...
zaza
13:38 01-11-2016
0

სიახლეები პოპულარული