"ლიონი" შინ ეთამაშა უმოტივაციო "ორიაკს" და იოლად 33:8 მოუგო. კავთიძე განაცხადში არ იყო. პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი", რომელმაც სტუმრად ფრედ ითამაშა "კოლომიესთან" - 22:22. "ალპელებს" ახლა 65 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან. მენაბდიშვილს არ უთამაშია.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად უძნელეს ბრძოლაში დაამარცხა
II დივიზიონი
პო-ტარბი 24:27, კარკასონი-ნარბონი 39:5, ლიონი-ორიაკი 33:8, ალბი-ბორდო 27:8, სენტ ეტიენი-მონ დე მარსანი 10:31, ექსი-დაქსი 28:13, ოიონაქსი-ოში 15:12, კოლომიე-გრენობლი 22:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 77 ქულა, 2. ალბი - 69, 3. გრენობლი - 65, 4. ბორდო - 60, 5. მონ დე მარსანი - 60, 6. ტარბი - 54, 7. კარკასონი - 54, 8. ოიონაქსი - 53, 9. ოში - 52, 10. პო - 52, 11. ორიაკი - 50, 12. ნარბონი - 43, 13. ექსი - 40, 14. კოლომიე - 39, 15. დაქსი - 37, 16. სენტ ეტიენი - 13.
ფედერალ 1 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან, რომლებიც ლიდერები არიან, ორის, "პერიგოსა" და "მონტობანის" შეხვედრები გადაიდო.
A ჯგუფში შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკია, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად წააგო "დიჟონთან" - 19:23, თუმცა ლიდერობას მაინც ინარჩუნებს. ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
პლეი ოფში თაამშისთვის მებრძოლი ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის "მონლუსონმა" შინ მოუგო ავთანდილ კოპალიანის "ორლეანს" - 32:12. ყუფარაძე თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო, ოპალიანს და დადუნაშვილს არ უთამაშიათ.
ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონი" სტუმრად დამარცხდა "ნევერთან" - 14:23. უდესიანი ტრავმირებულია, მაჩხანელმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშა, მელიქიძე განაცხადში არ იყო.
A ჯგუფი
სურესნე-სტრასბური 13:23, დიჟონი-მასი 23:19, მონლუსონი-ორლეანი 32:12, ბობინი-სერჟ პონტუაზი 41:14, ნევერი-მაკონი 23:14, ბურგ ან ბრესი-ანესი 34:12
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 74 ქულა, 2. ბობინი - 62, 3. ბურგ ან ბრსი - 57, 4. მონლუსონი - 56, 5. დიჟონი - 52, 6. ნევერი - 41, 7. ორლეანი - 39, 8. მაკონი - 35, 9. სტრასბური - 25, 10. ანესი - 24, 11. სურესნე - 13, 12. სერჟ პონტუაზი - 11.
B ჯგუფში ლიდერმა ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" შინ დაამარცხა მესამეადგილოსანი "ბლანიაკი" - 31:16. მალაღურაძემ საქართველოს ნაკრებში ითამაშა, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.
"ბეზიეს" ახლა 60 ქულა აქვს და 13 ქულით უსწრებს მეორეადგილოსან გიორგი ნემსაძის "მონტობანს", რომლის დაპირისპირებაც სტუმრად "რომანთან" გადაიდო.
გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინმა" შინ გაანადგურა დიმიტრი ბასილაიას და ნიკოლოზ მაღალდაძის "ობენა" - 78:3. ლაბაძე ტრავმირებულია, ბელქანია განაცხადში არ იყო, ბასილაიამ სრულად ითამაშა, მაღალდაძე 63-ე წუთზე შეცვალეს.
დავით კაჭარავას "ნიცამ" დაძაბულ ბრძოლაში შინ მოუგო "ვალანსს" 18:16 და 47 ქულით მე-4 ადგილზეა. კაჭარავამ "ბორჯღაოსანთა" რიგებში ითამაშა.
გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა" შინ მოუგო ირაკლი გიორგაძის "ლავორს" - 22:15. კუთარაშვლმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, გიორგაძე განაცხადში არ იყო.
B ჯგუფი
ბეზიე-ბლანიაკი 31:16, ლა სეინი-ობენა 78:3, გროლე-გრასი 21:8, შატორენარი-ლავორი 22:15, ნიცა-ვალანსი 18:16, რომანი-მონტობანი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 60 ქულა, 2. მონტობანი - 47, 3. ბლანიაკი - 47, 4. ნიცა - 47, 5. ვალანსი - 43, 6. ლა სეინი - 40, 7. ლავორი - 40, 8. შატორენარი - 39, 9. რომანი - 37, 10. გროლე - 35, 11. ობენა - 32, 12. გრასი - 17.
C ჯგუფში გათამაშების ლიდერის, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს" გასვლითი შეხვედრა "ლანჟონისთან" გადაიდო.
ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" სტუმრად მოიგო "ტურთან" - 21:16. მაისურაძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
ირაკლი გუნდიშვილისა და შოთა საყვარელიძის "ნიორმა" სტუმრად წააგო დიდი ანგარიშით ერთ-ერთ ლიდერ "ლიმოჟთან" 8:53. გუნდიშვილმა სრულად ითამაშა, საყვარელიძე თამაშში 45-ე წუთიდან ჩაერთო.
C ჯგუფი
რიბერაკი-სენ ჟუნიენი 19:6, პაი დუ მედოკი-მარმანდი 17:25, ტური-სენ ნაზერი 16:21, ვანი-სენ მედარი 19:9, ლიმოჟი-ნიორი 53:8, ლანჟონი-პერიგო (გადაიდო)
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიმოჟი - 72 ქულა, 2. პერიგო - 69, 3. ვანი - 65, 4. მარმანდი - 56, 5. სენ ნაზერი - 48, 6. სენ მედარი - 46, 7. ლანჟონი - 45, 8. სენ ჟუნიენი - 38, 9. რიბერაკი - 28, 10. პაი დუ მედოკი - 19, 11. ნიორი -14, 12. ტური - 9.
D ჯგუფში მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, ბექა ურჯუკაშვილის, რეზო გიგაურისა და დავით ბალანჩივაძის "ფიჟაკი" სტუმრად დამარცხდა "სენ ჟან დე ლუზთან" - 20:35. გიგაურმა სრულად ითამაშა, ბალანჩივაძე მოედანზე 51-ე წუთიდან გამოჩნდა, კვირიკაშვილი, ურჯუკაშვილი და დათუნაშვილი საქართველოს ნაკრებში გაისარჯნენ.
სტუმრად წააგო კაორთან კარლენ ასეიშვილის "ორტეზმაც" - 3:14. ასეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 33-ე წუთზე შეცვალეს.
D ჯგუფი
მორლაა-ლანამეზანი 14:16, ოლორონი-მოლეონი 25:11, სენ ჟან დე ლუზი-ფიჟაკი 35:20, კაორი-ორტეზი 14:3, ლურდი-ლილი 25:29, კასტანე-ტიროსი (გადაიდო).
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 71 ქულა, 2. ლილი - 59, 3. კასტანე - 58, 4. ლანამეზანი - 58, 5. ოლორონი - 49, 6. სენ ჟან დე ლუზი - 48, 7. მორლაა - 43, 8. ლურდი - 40, 9. მოლეონი - 40, 10. ტურნეფოი - 35, 11. ფიჟაკი - 31, 12. კაორი - 31, 13. ორტეზი - 21.
.