საუკეთესო თხუთმეტეული რუსეთის ჩემპიონატის პრემიერლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა შეარჩიეს. მასში ცხრა მოთამაშე კრასნოიარსკის "ენისეიდანაა", რომელიც ქვეყნის ჩემპიონი გახდა; სამი ფინალისტი კრასნოიარსკის "კრასნი იარიდან, ორი კრასნოდარის "ყუბანიდან" და ერთი მონინოს "ვვადან".
დავით კაჭარავამ კრასნოიარსკის "ენისეის" მაისურით 11 ლელო გაიტანა და საუკეთესო მელელოვე გახდა. მის გარდა, ლეგიონერებიდან სიმბოლურში მოხვდნენ მეორეხაზელები, ლატვიელი ულდის საულიტე და მოლდოველი ანდრეი მაჰუ.
სიმბოლურშია შერკინების ქართველი კვაჭი ვალერი ცნობილაძე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ნაკრებშიც
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"