დავით ქუბრიაშვილი სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პირველხაზელი დავით ქუბრიაშვილი, რომელიც ფრანგული "მონპელიეს" ღირსებას იცავს, სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ქართველი მორაგბე ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მატჩში, "მონპელიესა" და "კასტრს" შორის რაკში სახიფათო თამაშის გამო გააძევეს. ის შეხვედრა კაცნაკლულმა "მონპელიემ" 32:14 მოიგო და კიდევ ერთი ქართველი კონსტანტინე მიქაუტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ქუბრიაშვილი თამაშს ორი იანვრიდან შეძლებს. ასევე 2 იანვარს უმთავრდება დისკვალიფიკაცია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ბურჯ ანტონ ფეიქრიშვილს, რომელიც უელსურ "კარდიფ ბლუზში" ასპარეზობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო, არა დევებო, უფრო კორექტულად, მანდ მაინც ევროპაა და სხვანაირად არ იფიქრონ. გაიხარეთ დამდეგ ახალ წელს გილოცავთ.
gizog
13:09 23-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული