აღსანიშნავია, რომ როდესაც რაფავების ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა, ვალ რაფავა-რუსკინი მხოლოდ ორი წლის იყო. ის ლონდონში გაიზარდა და რაგბის თამაში "ბლეკჰიტში" დაიწყო. მერე დასავლეთ პროვინციის 19-წლამდელთა ნაკრებშიც მოხვდა. ამასთან ერთად, ითამაშა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, "სარასენზსა" და "ტულონში". 2014-15 წლების სეზონის წინ "ვორსტერში" ჩაირიცხა და დიდი როლი ითამაშა ამ გუნდის ელიტაში დაბრუნებაში.
"გლოსტერის" აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ჰემფრისმა აღიარა, რომ რაფავა-რუსკინის
"საიმისოდ, რომ უმაღლესი დონის გუნდი ააწყო, ძლიერი ახალწვეულები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ვალ რაფავა-რუსკინი მომავალი სეზონიდან შემოგვიერთდება. მიგვაჩნია, რომ ხელშეკრულება გავუფორმეთ ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა შერკინების პირველხაზელს. ჩვენი საუბრისას მას არ დაუმალავს, რომ სურვილი აქვს, ინგლისის ნაკრებში ითამაშოს. თუმცა, ძალიან კარგად ესმის, რომ "გლოსტერში" წარმატებული ასპარეზობა საკვანძო მომენტია მისი ამბიციების დასაკმაყოფილებლად".
რაფავა-რუსკინს იმედი აქვს, რომ "გლოსტერის" სახელოვანი მორკინალების რიგებში სამუდამოდ ჩაეწერება:
"ჩემთვის უდიდესი პატივია "გლოსტერში" თამაში. ვიცი, რომ ამ გუნდს ტრადიციულად ძლიერი მორკინალები ჰყავდა და მოუთმენლად ველი, მისი ნაწილი გავხდე. მინდა ბეჯითად ვიმუშაო და მივეხმარო "გლოსტერს", ისევ მოიგოს ტიტულები. ამასთან ერთად, იმედი მაქვს, რომ მივაღწევ მიზანს საერთაშორისო ასპარეზზეც.
ძალიან მადლიერი ვარ "ვორსტერის". დიდად ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც ამ კლუბმა ჩემთვის გააკეთა. მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და სეზონის ბოლომდე მისთვის თავდადებით ვითამაშებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"