მამუკა ლოსაბერიძე: სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები

AutoSharing Option
რუსეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ ქართველი მამუკა ლოსაბერიძე გახდა.

რა ხედვები აქვს ლოსაბერიძეს და როგორ წარმოუდგენია რუსული რაგბის განვითარება, ამასთან დაკავშირებით ის გაზეთ "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ იცის, როგორ უნდა დაამარცხონ რუსმა მორაგბეებმა "ბორჯღალოსნები".

ჩვენ კი ინტერვიუს რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხს გთავაზობთ.

- ბოლო წლებში სულ რუსულ რაგბიში ხართ. ფედერაციის პრეზიდენტობის სურვილი როდის და რატომ გაგიჩნდათ?
- წლებია, ამ თანამდებობაზე ალტერნატივა არ ყოფილა. 2003 წლიდან ვიაჩესლავ კოპიევი იყო ფედერაციის პრეზიდენტი და ყოველ წელს
უკან მიდის რუსული რაგბის საქმე. 142-მილიონიან ქვეყანაში მორაგბეს რომ ვერ მოძებნი და მორკინალი არ გეყოლება, რაზეა ლაპარაკი?

კოპიევის თამადობით, ფედერაციის თანამშრომლების 90% რაგბისგან ძალიან შორს მყოფი ჩინოვნიკია. არადა, სწორედ ჩინოვნიკებმა დაღუპეს ეს ქვეყანა. ამიტომაც გადავწყვიტე პრეზიდენტობისთვის ბრძოლა.

- 1993 წლის შემდეგ რუსეთის ნაკრებს საქართველოსთვის აღარ მოუგია. რუსები როგორ უყურებენ ამ სტატისტიკას?
- ალალად გეტყვით: ჩემი აზრით, რუსეთის ნაკრები კიდევ კარგა ხანს ვერ მოუგებს საქართველოს! აქაურებს ხშირად ვეუბნები, თუ საქართველოს დაამარცხებთ, მერე შეიძლება რამეზე ლაპარაკი-მეთქი. ჩვენი უმთავრესი ამოცანაც სწორედ ისაა, საქართველოს და რუმინეთის დამარცხებაზე ვიფიქროთ. ქართველი ვარ და სხვებზე უკეთ ვიცი, როგორ უნდა დაამარცხო ქართველები, მაგრამ, ჯერჯერობით, არა მყავს საჭირო შემადგენლობა. ტყვია-წამალი არის, მსროლელები - არა. რაც შეეხება საქართველოსთან მუდმივ წაგებას, აქ ამაზე გული არ შესტკივათ, არ აინტერესებთ... წააგეს 0:100? მერე რა?! 25 წელიწადია, ვაგებთ, მაგრამ... ვისაც აინტერესებდა, მოიგო არჩევნები, მოვიდა და საქმის გაკეთებასაც აპირებს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

Sportall.Ge

- ქართველი მორაგბეებისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლიაო, თქვით. რას გულისხმობდით?
- ქუთაისის "აია" ჩემი საყვარელი გუნდია, ქალაქის მეორე გუნდის - "ბაგრატის" შექმნაშიც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი. ავთო იობიძე, დუგლას კავთელაშვილი ჩემი მეგობრები არიან და შეძლებისდაგვარად, ვეხმარებოდი "ბაგრატს" - ფინანსურად, ფორმით, ინვენტარით. მინდა, რუსეთიდან რამდენიმე ლეგიონერი ჩავიდეს "ბაგრატში" და სეზონის ბოლომდე საქართველოში ითამაშონ. აკადემიაშიც მსურს რამდენიმე სპეციალისტის გამოგზავნა, ასევე, საქართველოში შეკრებებისა და თამაშების გამართვა. "რაგბი ევროპის" მატჩის გარდა, 20-წლამდელთა მსოფლიო თასზეც ვგეგმავ ჩამოსვლას, რათა რაც შეიძლება მჭიდრო კავშირი დავამყარო საქართველოს რაგბის კავშირთან.

- ქართველი მორაგბეების გადაბირებასაც ხომ არ აპირებთ რუსეთში?
- ვაპირებ, მაგრამ ისეთი მორაგბეების, ვინც ძმები ცნობილაძეებისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ისევე ითამაშებს, როგორც რუმინეთთან ან ესპანეთთან შეხვედრებში. აქამდე მხოლოდ ერთმა - პავლე კვერნაძემ ითამაშა. სხვათა შორის, ჩემი მოსწავლეა... ასე რომ, ქართველს მხოლოდ იმ პირობით წამოვიყვან, თუ საქართველოსთანაც ითამაშებს­. რაგბიში პოლიტიკა არ არსებობს და არც უნდა იყოს! კარგი იქნება, ქართველებმა თუ ასახელეს რუსეთი...

- რუსეთისთვის კი იქნება კარგი, მაგრამ ამის გამო სამშობლოში რომ გაგინაწყენდებიან?
- არა მგონია... დარწმუნებული ვარ, წლების გასვლასთან ერთად ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდება და საქართველო და რუსეთიც აღადგენენ ურთიერთობას!

- მაგრამ როგორ უნდა ითანამშრომლო და "იმეგობრო" ქვეყანასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი ოკუპირებული აქვს?
- შეიძლება ჩვენ შევცდით რაღაცაში, შესაძლოა, რუსეთი და ამის გამო ტრადიციული კავშირი გაწყდა... მაგრამ ვიმეორებ - ადრე თუ გვიან, ყველა მდინარე დაუბრუნდება ძველ კალაპოტს...

- 12 მარტს "დინამო არენაზე" საქართველო-რუსეთია. რას ელით მომავალი მატჩისგან?
- საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ვუყურებ, თანაც მეც 9-ნომერი ვიყავი და ვიცი პატარა ეშმაკობები, რაც საქართველოს ნაკრებს არ მოსწონს. ასე რომ, რუსეთის ნაკრების მწვრთნელსა და მოთამაშეებს აუცილებლად მივცემ დარიგებას, როგორ ითამაშონ ქართველების წინააღმდეგ.

- რას ეტყვის რუსეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა ლოსაბერიძე თავის სამშობლოს?
- განსაკუთრებულად მოვიკითხავ ქართულ სარაგბო სამყაროს, საქართველოს კი მშვიდობიან წელს, წარმატებასა და გაერთიანებას ვუსურვებ! აქვე ჩემს გულისტკივილსაც გაგიმხელთ: ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე...

არც ერთ რუსს, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, ფიქრობენ, რომ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა ჩვენი ერები ისევ დაახლოვდნენ და დღეს არსებული პრობლემებიც მოგვარდეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 62 /
"ერთადერთი ქართველი ვარ რუსული რაგბის სათავეში, ამდენს მივაღწიე ამხელა ქვეყანაში, საქართველოში კი ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც დავაშავე..."

რა ჩვენი ბრალია თუ ფეხებზე გვკიდია ვინ რას მიაღწია რუსულ რაგბიში.
Mindia
31 იანვარი 2017 12:51
0
ორჯონიკიძე
111
31 იანვარი 2017 12:44
0
მაგ შენს ოკუპანტებს უთხარი სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვთ გამარჯვებაზე არც იოცნებონ.შენ გააგრძელე ოცნება
გიგა
31 იანვარი 2017 12:42
0
me mrcxvenia henc magivrad.maladec.
TAMAZIKO
31 იანვარი 2017 12:42
0
losaberidze .... verasdros ver daamarcxebs qartvelebs da saqartvelos. .......
Akaki
31 იანვარი 2017 12:33
0
რავა ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაგაქვთ!!! როდის უნდა ისწავლოთ ჭკუა. თუმცა რაიმე რომ ისწავლო, ჭკუა უნდა გქონდეს. ამ ადამიანს ისეთი არაფერი უთქვავს, რომ ასე "შეჯდეთ". რაგბზე ისაუბრა და არა პოლკიტიკაზე. ისიც თქვა, რუსები ქართველებს ჯერ დიდი ხანი ვერ დაამარცხებენო, რაც რეალურია. ეს სპორტია და სპორტში თუ ხარ ისე უნდა იაზროვნოთ, როგორც ეს ჩვენი თანამემამულე აზროვნებს.
vaska
31 იანვარი 2017 12:30
0
საქართველოს ნაკრებიო კი არა, "ვიცით როგორ უნდა დავამარცხოთ ქართველებიო"
..... ,სანამ რუსები ჩვენს რაგბისტებს დაამარცხებენ
მერაბი გ.
31 იანვარი 2017 12:14
0
წადი რა ...
zangura
31 იანვარი 2017 12:11
0
არ უნდა დაგავიწყდეს ვინ ხარ და საიდან მოდიხარ! კარტველი რომელიც საკარტველოს დამარცხებას ცდილობს მაგრად გვიხარია კი !
Dachi
31 იანვარი 2017 12:11
0
ასეა ყოველთვის- ქართველის ხელით ქართველს ამარცხებენ!! პოლიტიკაშიც ასეა!!ვავა საცოდავო საქართველო!!
ვავა
31 იანვარი 2017 12:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული