"ყარაბახის" პრეზიდენტი: საქართველოს აზერბაიჯანული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "ყარაბახის" პრეზიდენტმა ელდარ კერიმოვმა azerisport.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კერიმოვის თქმით, აზერბაიჯანული რაგბის განვითარებისთვის ქართველებთან მეზობლობა ძალიან კარგია.

ინტერვიუს, რომელშიც კლუბის პრეზიდენტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- რაგბი ერთ-ერთი ის იშვიათი გუნდური სპორტის სახეობაა, რომელსაც აზერბაიჯანში თამაშობენ. რაგბიში წარმატების მისაღწევად არა ლეგიონერების ყოლა, არამედ ახალგაზრდების სწორად აღზრდაა საჭირო. ზუსტად ვიცი, ეს ბიჭები იმედებს არ გაგვიცრუებენ.

მეზობელ საქართველოს ევროპულ რეიტინგში მე-6, მსოფლიო რეიტინგში კი მე-12 ადგილი უკავია. ჩვენი რაგბის განვითარებისთვის მეზობლობა საქართველოსთან ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან გვაქვს ფუფუნება, სისტემატურად ვეთამაშოთ ამ ქვეყნის კლუბებს ამხანაგურ მატჩებსა და ტურნირებში. მათთან თამაში ჩვენთვის საკმაო გამოცდილებაა.

საქართველოს აზერბაიჯანული რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს. რამდენიმე თვის წინ 8 აზერბაიჯანელმა მწვრთნელმა (აქედან 2 "ყარაბახიდან") წარმატებით გაიარა World Rugby-ს კატეგორიის საერთაშორისო კურსი, რომელიც FRA-ს ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგები, გიორგი ჭუმბურიძის ხელმძღვანელობით, "აკადემიის" სპეციალისტებმა ჩაატარეს.

რაგბი აზერბაიჯანში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

- რას მიაღწია "ყარაბახმა" ბოლო 1,5 წელიწადში?
- გუნდში 30-მდე მოთამაშე გვყავს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება ისაა, რომ ჩვენმა მორაგბემ, ნაზარ ჯაფაროვმა ქართულ კლუბ "წიქარასგან" მიიღო შემოთავაზება. ეს მისთვის შესანიშნავი შანსია კარიერის ასაწყობად. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებს.

- როგორია წელს კლუბის გეგმები?
- გეგმა ბევრია. ზაფხულში კლუბში ერთ-ერთი გამოცდილი ქართველი სპეციალისტის მოწვევას ვგეგმავთ. მთავარია, ფინანსური პრობლემები არ შეგვექმნას და აუცილებლად გვეყოლება გამოცდილი მწვრთნელი.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბურძგლამ ასწავლა და შეაყვარა რაგბი აზერებს.
0

ძლიერი მეზობლები გვჭირდება!

glaxuna
13:24 08-02-2017
0

სიახლეები პოპულარული