ქვიშის რაგბი პოპულარობას იხვეჭს

AutoSharing Option
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე 14 აგვისტოს კიდევ ერთი ახალი სარაგბო ბაზა გაიხსნება. დეველოპერული კომპანია "ცენტრპოინტის" ერთ-ერთი წარმომადგენლის ირაკლი მინდელისა და აჭარისა კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის მათე ტაკიძის დახმარებით ქვიშის რაგბის სტადიონი მოეწყო.

სათამაშო მოედანი სამი მხრიდან ტრიბუნებითაა შემოსაზღვრული, რომელზეც ინდივიდუალური სკამებია დამონტაჟებული. მიმდინარეობს ღამის განათების მონტაჟიც, რაც რაგბის მოყვარულებსა და პროფესიონალ მორაგბეებს საშუალებას მისცემს გვიანობამდე გაერთონ ოვალური ბურთის თამაშით.

ქვიშის რაგბი ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში იკიდებს ფეხს და პოპულარული ხდება. აქამდე ეს თამაში გასართობ-კომერციული ღონისძიება იყო, ახლახან კი IღB-მ ქვიშის
რაგბისთვის სპეციალური წესებიც შეიმუშავა და მალე ოფიციალურ შეჯიბრებებსაც გამართავს.
ბათუმის ქვიშის რაგბის სტადიონი 14-15 აგვისტოს ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლებს. ლაპარაკია იმაზეც, რომ მსაგავსი სტადიონების მოწყობა ურეკსა და რუსთავშიც იგეგემება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Due to the strong action the effect starts within several days online cialis pharmacy
PwYCLaCZ
16:10 12-02-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული