"ჯიქები" - ლიდერი ყველა ლიგაში

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში პირევლი წრის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ამ დროისთვის კიდევ უფრო გამოიკვეთა, დანარჩენთან შედარებით, ლიდერების "ბათუმი XV"-ისა და თბილისის "ჯიქების" უპირატესობა. უკვე ეჭვიც არავის აქვს, იმაზედ რომ, უმაღლეს ლიგაში გადასვლაზე სწორედ ეს გუნდები იბრძოლებენ.

ორივე გუნდმა მეექვსე ტურში დიდი ანგარიშით მოიგო. "ბათუმი XV"-მა შინ ფოთის რაინდები გაანადგურა - 123:0, ხოლო "ჯიქებმა" "ცალკარა" ითამაშეს ოზურგეთში "არწივებთან" - 140:0. მომდევნო ტურში გაირკვევა ვინ გახდება პირველი წრის გამარჯვებული. "ჯიქები" ბათუმელ მორაგბეებს თბილისში უმასპინძლებენ და იმ მატჩში გამოჩნდება, ვინ უფრო ღირსია
ელიტაში ითამაშოს.

ლიდერებეს ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თბილისის "თი ბი სი", რომელმაც მე-6 ტურში სატურნირო ცხრილის მეზობელ "ხულიგანას" ეთამაშა და 12:8 მოუგო. კიდევ ერთ მატჩში ქუთაისის "ბაგრატმა" შინ დაამარცხა სამოყვარულო კლუბი, თბილისის "დევები" - 33:5.

I ლიგა
VI ტური
ბაგრატი-დევები 33:5, არწივები-ჯიქები 0:140, ბათუმი XV-რაინდები 123:0, ხულიგანა-თი ბი სი 8:12
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი XV - 12 ქულა, 2. ჯიქები - 12, 3. თი ბი სი - 8, 4. ხულიგანა - 6, 5. ბაგრატი - 4, 6. დევები - 4, 7. რაინდები - 2, 8. არწივები - 0.
VII ტური
თი ბი სი-ოზურგეთი, დევები-ხულიგანა, რაინდები-ბაგრატი, ჯიქები-ბათუმი XV

A ლიგის გათამაშებაში, რომელიც ორ A და B ჯგუფადაა გაყოფილი ქულათა მაქსიმუმი ქუთაისი 1-მა, თბილისის "ჯიქებმა" და თბილისის "ივერიამ" დააგროვეს. პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა, თუმცა რადგან თბილისში მალე "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფის" გათამაშება იწყება A ლიგაში შესვენება ცხადდება. ბოლო, მე-7 ტურის შეხვედრები კი 7 ივნისს ჩატარდება.

ქუთაისი1 A ჯგუფში გამოკვეთილი ფავორიტია, მას კვალში უდგას თბილისის "თი ბი სი" და "ლელო". მე-6 ტურში ქუთათურებმა მორიგი ორი ქულა უბრძოლველად მიითვალეს. მათთან სათამაშოდ თელავის "მუტრუკები" არ გამოცხადდა.

B ჯგუფს ორი ფავორიტი ჰყავს. თბილისური გუნდები "ივერია" და "ჯიქები" პირველი წრის ბოლო ტურში გაარკვევენ ურთიერთობას. მანამდე კი ივერიეებმა უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად დაამარცხეს პატარძეულის "ვეფხვები", "ჯიქებმა" კი შინ მშვიდად სძლიეს "ადიგენს" - 48:8.

A ლიგა
A ჯგუფი
Vი ტური
ლელო-თი ბი სი 13:19, მუტრუკები-ქუთაისი 1 0:X, ყოჩები-ქუთაისი 2 33:10, ლოკომოტივი-ჭიათურა 55:9
სატურნირო მდგომარეობა
1. ქუთაისი 1 - 12ქულა, 2. თი ბი სი - 10, 3. ლელო - 6, 4. ყოჩები - 6, 5. ლოკომოტივი - 6, 6. ქუთაისი 2 - 4, 7. მუტრუკები - 2, 8. ჭიათურა - 0

B ჯგუფი
ჯიქები-ადიგენი 48:8, აკადემია-არმაზი 46:14, ხარები-ხულიგანა X:0, ვეფხვები-ივერია 19:22
სატურნირო მდგომარეობა
1. ივერია - 10 ქულა, 2. ჯიქები - 10, 3. აკადემია - 8, 4. ხარები - 6, 5. არმაზი - 4, 6. ვეფხვები - 2, 7. ხულიგანა - 1, 8. ტაო - 0

B ლიგაში A ლიგასთან შედარებით გაცილებით მეტი გუნდი ასპარეზობს და, შესაბამისად, უფრო მეტ, სამ ჯგუფში არიან განაწილებულნი. აღსანიშნავია, ერთი კანონზომიერება, ისევე როგორც სხვა ლიგებში, თბილისის "ჯიქები" აქაც ლიდერია.

B ლიგის A, B და ჩ ჯგუფებში დაუმარცხებლად ასპარეზობენ "აკადემია", "ლოკომოტივი", "ჯიქები", "თი ბი სი", "ჭიათურა" და "ქუთაისი 1".

B ლიგა
A ჯგუფი
ტორნადო-თორთი 74:0, ლოკომოტივი-წიქარა 68:0, უნივერსიტეტი-ლელო 7:34, ყოჩები-აკადემია 14:29, ხარები-ჯვაროსნები 67:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. აკადემია - 10 ქულა, 2. ლოკომოტივი - 10, 3. ლელო - 8, 4. ხარები - 8, 5. ყოჩები - 6, 6. ტორნადო - 4, 7. უნივერსიტეტი - 2, 8. ჯვაროსნები - 2, 9. წიქარა - 0, 10. თორთი - 0

B ჯგუფი
არმაზი-ივერია 17:10, ლელო 2-აკადემია 2 22:0, თი ბი სი-კახები 29:5, მიმინო-ჯიქები 6:89
სატურნირო მდგომარეობა
1. ჯიქები - 8 ქულა, 2. თი ბი სი - 8, 3. ხულიგანა - 6, 4. არმაზი - 6, 5. ლელო 2 - 5, 6. მიმინო - 3, 7. ივერია - 2, 8. აკადემია 2 - 2, 9. კახები - 0.
ჩ ჯგუფი
ბათუმი-ქუთაისი 1 0:58, საჩხერე-სენაკი 7:14, ოზურგეთი-ბაგრატი 24:7, ფოთი-ქუთაისი 3 15:24, ქუთაისი 4-ასპინძა 22:15, ქუთაისი 2-ჭიათურა 55:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჭიათურა - 10 ქულა, 2. ქუთაისი 1 - 8, 3. ქუთაისი 2 - 8, 4. ბაგრატი - 8. 5. ლომები - 6, 6. რაინდები - 6, 7. არწივები - 4, 8. ქუთაისი 3 - 4, 9. ჯიხა - 4, 10. ქუთაისი 4 - 2, 11. ჯრუჭი - 0, 12. ბათუმი - 0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული