4 ივნისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) განვითარებისა და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარეს - მარკ იგანს სამინისტროში შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ალაფის შესახებ იმსჯელეს.
მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფის ფინალური შეხვედრები 5 ივნისს "შევარდენისა" და "ავჭალის" სტადიონებზე გაიმართება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მე-3 ადგილისათვის ურუგვაის წინააღმდეგ ითამაშებს, ფინალურ შეხვედრაში კი ერთმანეთს სამოა და იაპონია დაუპირისპირდებიან.
მინისტრთან შეხვედრას ირბ-ს მაღალჩინოსანთან ერთად, რაგბის კავშირის პრეზიდენტი - გიორგი ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე - გიორგი გალდავა ესწრებოდნენ.
მარკ იგანის განცხადებით, თბილისში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ალაფი საუკეთესოდ ორგანიზებული ტურნირი იყო, რაც სამომავლოდ საქართველოში მაღალი დონის ტურნირების ორგანიზების დიდ პერსპექტივას იძლევა.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური