ქალები ვერ დაწინაურდნენ

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ ჟანკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატის გათამაშების C დივიზიონში მესამე ადგილი დაიკავა და, სამწუხაროდ, რანგით უფრო მაღალ B დივიზინში ვერ გადავიდა.

არადა, ქართველმა მორაგბეებმა შესანიშნავად იასპარეზეს ჯგუფურ ტურნირში. მათ B ჯგუფში ყველა მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

ნახევარფინალში ჩვენი ქალების მეტოქე დანიის ნაკრები იყო, რომელიც A ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. სკანდინავების დამარცხება ჩვენმა გუნდმა ვერ შეძლო -21:26. მესამე ადილისთვის მატჩში კი საქართველოს ნაკრებმა მასპინძელთა გუნდს 28:7 მოუგო.

ტურნირი პოლონეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც
ჯგუფურ ტურნირში ჩვენებმმა 26:7 მოუგო.

საქართველოს ნაკრები: შორენა გამსახურდია, ანა პოღოსიანი, ბელა გოგსაძე, მარეხი მაისურაძე, ნათია გიორგაძე, ნინო ელოშვილი, ნათია ცინცქილაძე, ეკატერინე ბალარჯაშვილი, ნანა კაშია, ქრისტინე შალამბერიძე, ანა ანდღულაძე, ელეონორა გიგილაშვილი.
მწვრთნელი: პალიკო ჯიმშელაძე

ევროპის ჩემპიონატი

C დივიზიონი

საქართველო-ლუქსემბურგი 33:0, სქართველო-ბარბაროსები 34:7, საქართველო-პოლონეთი 26:7, საქართველო-ბოსნია 43:0

ნახევარფინალი
საქართველო-დანია 21:26

III ადგილისთვის
საქართველო-უნგრეთი 28:7

საბოლოო მდგომარეობა
1. პოლონეთი, 2. დანია, 3. საქართველო, 4. უნგრეთი, 5. ლიტვა, 6. სერბეთი, 7. ლუქსემბურგი, 8. ბარბაროსები, 9. ბოსნია, 10. ლუქსემბურგი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შვიდკაცააა???? თუ შვიდქალა? :D :D :D
newkushi
10:51 07-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული