ბარსელონაში შეჯიბრება დღეს დაიწყება. საქართველოს ნაკრები აქ A ჯგუფში მოხვდა, სადაც მას მეტოქეობას გაუწევენ ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, რუმნეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები. ჯგუფი საკმაოდ ძლიერია, ინგლისელებმა ზედიზედ ორი ეტაპი მოიგეს და გათამაშების ლიდერები არიან.
საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში ერთი დებიუტანტია, ფრანგული "კლერმონის" შუამარბი გიორგი ჯიმშელაძე. ამასთან, ის გუნდში ერთადერთი ლეგიონერია.
საქართველოს ნაკრები
გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი).
A ჯგუფი: საქართველო, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, ჰოლანდია.
B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, უელსი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა.
საერთო ჩათვლა
1. ინგლისი - 36 ქულა, 2. ესპანეთი - 31, 3. პორტუგალია - 30, 4. საფრანგეთი - 27, 5. საქართველო - 22, 6. რუსეთი - 20, 7. უელსი - 20, 8. იტალია - 10, 9. ჰოლანდია - 7, 10. უკრაიანა - 6, 11. რუმინეთი - 6, 12. მოლდოვა - 3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"