ჯგუფურ ტურნირში საქართველოს შვიდკაცა რაგბის გუნდმა იტალიის, ინგლისის, რუმინეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან წააგო. ჰოლანდიელებთან კი ჩვენი გუნდი ფრეს დასჯერდა -14:14.
მე-9 ადგილისთვის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას მოუგო 24:5, თუმცა მერე უელსის ნაკრებთან წააგო -19:33 და, როგორც უკვე ვთქვით, მე-10 ადგილზე გავიდა. ბარსელონას ტურნირი კი რუსეთის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც
ამ ეტაპის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მე-5 ადგილიდან ორი საფეხურით უკან დაიხია. ბოლო მეოთხე ეტაპი რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გაიმართება, სადაც ჩვენი გუნდი B ჯგუფში მოხვდა იტალიის, პორტუგალიის, უკრაინის, საფრანგეთისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად.
III ეტაპი
A ჯგუფი
საქართველო-იტალია 5:12, საქართველო-ინგლისი 7:33, საქართველო-ჰოლანდია 14:14, საქართველო-რუმნეთი 7:12, საქართველო-საფრანგეთი 0:12
IX ადგილისთვის. ნახევარფინალი
საქართველო-მოლდოვა 24:5, რუმინეთი-უელსი 0:35
IX ადგილისთვის
საქართველო-უელსი 19:33
ფინალი
რუსეთი-იტალია 7:5
საბოლოო მდგომარეობა
1. რუსეთი, 2. იტალია, 3. პორტუგალია, 4. ინგლისი, 5. ესპანეთი, 6. უკრაინა, 7. საფრანგეთი, 8. ჰოლანდია, 9. უელსი, 10. საქართველო, 11. რუმინეთი, 12. მოლდოვა.
საერთო ჩათვლა
1. ინგლისი - 50 ქულა, 2. პორტუგალია - 45, 3. ესპანეთი - 43, 4. რუსეთი - 38, 5. საფრანგეთი - 35, 6. იტალია - 26, 7. საქართველო - 25, 8. უელსი - 24, 9. უკრაინა - 16, 10. ჰოლანდია - 13, 11. რუმინეთი - 8, 12. მოლდოვა - 4.
საქართველოს ნაკრები
გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი).
IV ეტაპი
A ჯგუფი: რუსეთი, ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, უელსი, მოლდოვა.
B ჯგუფი: იტალია, პორტუგალია, უკრაინა, საქართველო, საფრანგეთი, რუმინეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"