ბუქარესტში უკეთ ვიდრე ბარსელონაში

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ ევროპის გრან პრის სერიის ბოლო, მე-4 ეტაპზე უკეთ იასპარეზა ვიდრე ერთი კვირის წინათ ბარსელონაში და მე-6 ადგილი დაიკავა.

შვიდკაცა "ბორჯღალოსნებმა" ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყეს და სტარტზე ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს.

ჩვენმა მორაგბეებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს იტალიის, უკრაინისა და რუმინეთის ნაკრებები, მაგრამ მერე ვერას გახდნენ ჯგუფის ფავირიტებთან, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან.

შედეგად საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა A ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მე-5 ადგილისთვის ბრძოლა განაგრძო. აქ ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა უელსის ნაკრებს სძლია დამაჯერებლად
26:5, მაგრამ მერე ინგლისის ეროვნულ გუნდთან წააგო - 7:29 და საბოლოოდ, როგორც უკვე ვთქვით, მე-6 ადგილი დაიკავა.

IV ეტაპი
A ჯგუფი: საქართველო-იტალია 19:0, საქართველო-უკრაინა 12:7, საქართველო-რუმინეთი 21:12, საქართველო-საფრანგეთი 14:21, საქართველო-პორტუგალია 0:21.

V ადგილისთვის. ნახევარფინალი
საქართველო-უელსი 26:5, ინგლისი-იტალია 31:17

ფინალი
საქართველო-ინგლისი 7:29

საბოლოო მდგომარეობა
1. პორტუგალია, 2. ესპანეთი, 3. საფრანგეთი, 4. რუსეთი 5. ინგლისი, 6. საქართველო, 7. იტალია, 8. უელსი, 9. უკრაინა, 10. რუმინეთი, 11. ჰოლანდია, 12. მოლდოვა.

საქართველოს ნაკრები
გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორივე-არმია), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი გეგენავა, ალექსანდრე ნიჟარაძე, შალვა მახარაშვილი (სამივე-ყოჩები), დავით ჩიტიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, ირაკლი ღვინჯილია (სამივე-ლოკომოტივი), ლევან გოგოლაშვილი (აკადემია), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი XV), გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი), გიორგი კაჭარავა (ლელო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული