დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს ქვიშის რაგბის ფედერაცია რამდენიმე წელიწადია რაც ფუნქციონირებს. რაგბის ამ ეგზოტიკურ სახეობაში, რომელიც მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, ჩვენ ქვეყანაში ზაფხულობით მუდმივად ტარდება ტუნრირები როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულთა შორის.

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრები საერთაშორისო ტურნირში პირველად წლეულს იასპარეზებს. ჩვენი გუნდი საფრანგეთის ქალაქ ანგლეში, 22-25 ივლისს FIRA AER-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპინატზე ითამაშებს. მას აქ მეტოქეობას გაუწევენ ირლანდიის, რუმინეთის, უელსის, რუსეთის, უკრაინის, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები.

ჩვენი ეროვნული გუნდი ძირითადად შვიდკაცა რაგბის ნაკრების მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ქვიშის რაგბის
პირველი ნაკრების პირველი მწვრთნელი კი თბილისის "ხულიგანას" თავკაცი მამუკა ტყეშელაშვილი იქნება.

საქართველოს ნაკრები: გიორგი შკინინი (ხულიგანა), გიორგი თხილაიშვილი, გიორგი კალმახელიძე (ორივე-არმია), გიორგი ქოპილაშვილი (აკადემია), გიორგი აბრამიძე (აია), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები), ზაქრო ზირაქაშვილი (ხარები).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული