ფოთიდან ქუთაისის ცენტრისკენ

AutoSharing Option
დიდი ხანია ქუთაისის "აია მშობლიურ ქალაქში თამაშზე ოცნებობს. საქართველოს ჩემპიონატის ლიდერი პირველ წრეში საშინაო მატჩებს ქუთაისიდან საკმაოდ შორს, ფოთში ატარებდა. გუნდს თამაშის დღეს დამღლელი მგზავრობა უწევდა და მიუხედავად ამისა "აიამ წლეულს გასვლით მატჩებთან ერთად მალთაყვის სტადიონზე გამართული ყველა შეხვედრა მოიგო.

მოგეხსენებათ, ქუთაისში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და სამომავლოდ რიონისპირა ქალაქში რაგბის მოედნის პრობლემა აღარ იარსებებს, მაგრამ, ამ პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ წელიწადნახევარი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ქუთაისის ურაგბოდ დატოვება უსამართლობა იქნებოდა.

ქალაქის ხელმძღვანელობაც "დატრიალდა და "აიასთვის ქუთაისის ცენტრთან ახლოს არსებული
"დინამოს სტადიონის ვარიანტი გამოიძებნა. ეს არენა სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამჟამად იქ სარეკონტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. იცვლება მოედნის საფარი, მონტაჟდება სარწყავი სისტემა, რემონტდება გასახდელები და ტრიბუნები. სტადიონის აღდგენით სამუშაოებში მორაგბეებიც არიან ჩართულნი. გუშინ, მთელი გუნდი გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობდა.

ქუთათურები იმედოვნებენ, რომ სტადიონი სექტემბრის შუა რიცხვებამდე მზად იქნება და ფოთიდან ქუთაისის ცენტრში გადმოინაცვლებენ.

კობა გიორგაძე (მწვრთნელი): "ძალაინ გვინდა მეორე წრეში საშინაო შეხვედრები საკუთარ ქალაქში ჩავატაროთ, ამიტომ "დინამოს სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებში ჩვენც ჩავერთეთ, ერთიანი ძალებით სტადიონის მოწყობა კიდევ უფრო დაჩქარდება და აქ თამაშის საშუალება მალე მოგვეცემა. ალბათ, ფოთში ერთი მატჩის ჩატარება კიდევ მოგვიწევს, შემდეგ კი ქუთაისში გადმოვინაცვლებთ.

ბოლოს გაცნობებთ, რომ 25 აგვისტოს "აია გრიგოლეთში გაემგზავრება, სადაც ჩემპიონატის განახლებამდე ერთკვირიან შეკრებას გაივლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისური რაგბის სიძლიერე ქართული რაგბის სიძლიერეა!!!!
აია ვაშა!
წარმატებებს გისურვებთ ყოჩების გულშემატკივარი!
Jamel
20:20 25-08-2011
0

სიახლეები პოპულარული