ქვიშის რაგბიში აია უძლეველია

AutoSharing Option
14-15 აგვისტოს ბათუმში, მესამედ ჩატარდა ღია ტურნირი "ბათუმი 2010", რომელსაც ქვიშის რაგბის ახალმა სტადიონმა უმასპინძლა. შეჯიბრება, რომელშიც ათი პროფესიული, რვა სამოყვარულო და სამი ქალთა გუნდი ასპარეზობდა, მაღალ დონეზე ჩატარდა. ბათუმში ყველა პირობაა იმისთვის, რომ სამომავლოდ სერიოზული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდეს.

პროფესიული გუნდების ტურნირში გუნდები ორ ჯგუფად გაანაწილეს. მატჩები საწყის ეტაპზევე საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქუთაისის "აიამ", რომელმაც ეს შეჯიბრება ზედიზდ მეორედ მოიგო, A ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.

B ჯგუფში კი საუკეთესო თბილისის "აკადემია" იყო. პლეი ოფში
"აიამ" B ჯგუფის მეორეადგილოსანი, თბილისის "ხულიგანა" უმძიმეს ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. ფინალში "აიას" მეტოქე ისევ თანაჯგუფელი, "ბათუმი XV" იყო.

მთავარი მატჩი შესანიშნავი ტურნირის საკადრისი გამოდგა. თავსხმა წვიმაში მინიმალური სხვაობით - 3:2 "აიამ" გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

მოყვარულთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ჯარის გუნდმა, რომელმაც ფინალში ვეტერან მორაგბეებს მშრალად მოუგო - 6:0.
ქალთა შეჯიბრებაში თბილისის "ჯვაროსნებმა" ორივე მეტოქის - ქუთაისის სარაგბო სკოლისა და ბაქოს "კასპიელი კატების" დამარცხება შეძლეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.

ქვიშის რაგბის ტურნირი ბათუმში 2011 წელსაც ჩატარდება.

A ჯგუფი: აია - 8 ქულა, ბთუმი XV - 6, თსუ\ლომები - 4, თიბისი - 2, არმაზი - 2.

B ჯგუფი: აკადემია - 6 ქულა, ხულიგანა - 6, რაინდები - 6, ვისოლი\ყოჩები - 2, დევები - 0

საბოლოო მდგომარეობა: 1. აია, 2. ბათუმი XV, 3. აკადემია, 4. ხულიგანა, 5. თსუ\ლომები, 6. რაინდები, 7. ვისოლი\ყოჩები, 8. თიბისი, 9. დევები, 10. არმაზი.

ქუთაისის "აია": ბესიკ ხამაშურიძე, გაგა სინაურიძე, გიორგი როხვაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლევან შარვაშიძე, თორნიკე ლომიძე, გელა შალამბერიძე, ირაკლი რევიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული