პროფესიული გუნდების ტურნირში გუნდები ორ ჯგუფად გაანაწილეს. მატჩები საწყის ეტაპზევე საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქუთაისის "აიამ", რომელმაც ეს შეჯიბრება ზედიზდ მეორედ მოიგო, A ჯგუფში ყველა მეტოქე დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.
B ჯგუფში კი საუკეთესო თბილისის "აკადემია" იყო. პლეი ოფში
მთავარი მატჩი შესანიშნავი ტურნირის საკადრისი გამოდგა. თავსხმა წვიმაში მინიმალური სხვაობით - 3:2 "აიამ" გაიმარჯვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
მოყვარულთა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ჯარის გუნდმა, რომელმაც ფინალში ვეტერან მორაგბეებს მშრალად მოუგო - 6:0.
ქალთა შეჯიბრებაში თბილისის "ჯვაროსნებმა" ორივე მეტოქის - ქუთაისის სარაგბო სკოლისა და ბაქოს "კასპიელი კატების" დამარცხება შეძლეს და პირველ ადგილზე გავიდნენ.
ქვიშის რაგბის ტურნირი ბათუმში 2011 წელსაც ჩატარდება.
A ჯგუფი: აია - 8 ქულა, ბთუმი XV - 6, თსუ\ლომები - 4, თიბისი - 2, არმაზი - 2.
B ჯგუფი: აკადემია - 6 ქულა, ხულიგანა - 6, რაინდები - 6, ვისოლი\ყოჩები - 2, დევები - 0
საბოლოო მდგომარეობა: 1. აია, 2. ბათუმი XV, 3. აკადემია, 4. ხულიგანა, 5. თსუ\ლომები, 6. რაინდები, 7. ვისოლი\ყოჩები, 8. თიბისი, 9. დევები, 10. არმაზი.
ქუთაისის "აია": ბესიკ ხამაშურიძე, გაგა სინაურიძე, გიორგი როხვაძე, ირაკლი ჩხიკვაძე, ლევან შარვაშიძე, თორნიკე ლომიძე, გელა შალამბერიძე, ირაკლი რევიშვილი.