2011 წლის აპრილიდან ავჭალის არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში მიმდინარეობს რაგბის გაკვეთილები, რომელშიც მონაწილეობა 60-მა ახალგაზრდამ მიიღო. რაგბის სწავლება ამ დაწესებულების არასრულწლოვანთათვის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
გუშინ სასტუმრო თბილისი მერიოტში, პროექტის პრეზენტაცია-გამოფენა მოეწყო და პროექტის ორგანიზატორებმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხეს.
პროექტზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა - ხათუნა კალმახელიძემ, გაეროს ბავშთა ფონდოს
დავით ნამგალაური: "პროექტი მნშვნელოვანი და სასარგებლოა. რაგბი ჩვენთვის ტრადიციული, ეროვნული სპორტის სახეობაა და სულაც არ გვიკვირს, რომ ახალგაზრდების მოწონება და ინტერესი გამოიწვია. ეს ამ ახალგაზრდებს მომავალში საზოგადოებასთან ადაპტაციაში დაეხმარება".
თამუნა ყულუმბეგაშვილი ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"