"ჯიქებმა" ერთი მოიგეს, მეორე...

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება შეჯიბრი ჭაბუკთა A და B ლიგებში. ასაკით უფროს A ლიგის გუნდებს შორის ნახევარფინალის პირველი მატჩები გაიმართა. თბილისის "ჯიქებმა" შინ ქუთაისის "აიას" ორი ქულის სხვაობით - 19:17 მოუგეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ განმეორებით მატჩში, რომელიც 10 ნოემბერს ქუთაისში გაიმართება, ისევ უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი.

კიდევ ერთ ნახევარფინალურ წყვილში "აკადემიამ" საკმარისად სოლიდური სხვაობით დაამარცხა "თიბისი" - 20:3 და განმეორებითი მატჩს შეუძლია შედარებით მშვიდად შეხვდეს.

B ლიგაში კი გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. თბილისის "ჯიქებმა" ფინალში ქუთაისის "აია 2" დაამარცხეს -14:0 და პირველობა არავის დაუთმეს.
ქუთაისის "აია 1" კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თბილისის "აკადემიასთან" დამარცხდა 20:24.

A ლიგა
ნახევარფინალი
ჯიქები-აია 19:17, თიბისი-აკადემია 3:20

B ლიგა
III ადგილი
აკადემია-აია1 24:20

ფინალი
ჯიქები-აია2 14:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული