სკოლებს შორის ქუთაისი საუკეთესოა

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს სასკოლო რაგბის ფინალური ეტაპი ჩატარდა, რომელშიც რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებულმა ათმა გუნდმა იასპარეზა. ესენია: თბილისის წმინდა გიორგის სახელობის, ადიგენის, ახალციხის, ჭიათურის, ვანის, ქუთაისის, ბორჯომის, საჩხერის, ასპინძისა და სენაკის სკოლები.

შეჯიბრი, რომელშიც 15-16 წლის მორაგბეები მონაწილეობდნენ ქუთასის მე-10 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რაგბის სასკოლო ლიგის ჩამოყალიბება განათლების სისტემის რეფორმირების შედეგია. ცნობილია, რომ 2011 წლიდან ჩვენს სკოლებში ფიზმომზადების გაკვეთილები სპორტის სხვადასხვა სახეობამ შეცვალა. რაგბიზე არჩევანი ძირითადად იმერეთის, სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთისა და დედაქალაქის ხუთმა სკოლამ შეაჩერა. სულ კი
საქართველოს მასშტაბით რაგბის ჯერჯერობით 34 სკოლა თამაშობს.

ლიგის შექმნა და ყოველწლიურად ტურნირის ჩატარება განათლების სამინისტროს ინიციატივაა, რომელსაც რაგბის კავშირი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ერთად უწევს კოორდინაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული