ანგარიშის გახსნა ლოკომოტიველებს დასაწყისშივე შეეძლოთ, ტრავმირებული მგეზავისა და გუნდის ლიდერის ბობა კვინიხიძის ნაცვლად მოთამაშე გიორგი ელიზბარაშვილმა ხელსაყრელი პოზიციდან ვერ გაიტანა.
ამის მერე თითქმის პირველი ტაიმის ბოლომდე მხოლოდ ერთი გუნდი, "არადი" თამაშობდა. "ლოკომოტივმა" მოწინააღმდეგეს ალღო ვერ აუღო. რუმინელები, რომელთა შემადგენლობაშიც ნაკრების ორი ძირითადი მორაგბე ვალენტინ კალაფეტიანუ და გარემარბი კატალიმ ფერკუ ვიხილეთ, ბურთს
ანგარიში კი მე-17 წუთზე საჯარიმოთი სწორედ კალაფეტიანუმ გაიტანა. უნდა ითქვას, რომ უშეღავათო ბრძოლაში ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა. სტუმრებმა რკინიგზელები თამაშის წესის დარღვევისთვის ექვსჯერ დასაჯეს.
ჩვენმა გუნდმა მალე მეტოქეს ორი ლელო აჩუქა. 25-ე წუთზე "არადის" ოცდაორმეტრიანი ზონის მისადგომებთან, მათ სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. იქიდან გამოტანილი ბურთი მარჯვნივ გრძელ ფრთაზე კიდემდე ჩაათამაშეს. გარემარბი იონუც ლემნარუ მეურვეს ხელიდან დაუსხლტა და ლელოსკენ დაიძრა, სამოცდაათი მეტრი ისეთი სისწრაფით გაირბინა ხელით წაპოტინებაც ვერავინ შეძლო. კალაფეტეანუმ ვერ გარდასახა.
მეორე ლელო არანაკლებ კურიოზული მივიღეთ. ლოკომოტიველები საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ბურთის ხელდახელ გამოტანას ცდილობდნენ, მაგრამ შუამარბ სანდრო ქავთარაძეს წინ გაუვარდა, ის "არადის" შუამარბმა სტელიან სტოიკიცემ აიტაცა და ლელოში შიტანა. კალაფეტეანუმ გარდასხვა ზუსტად დაარტყა, რასაც ორ წუთში საჯარიმც მიაყოლა - 21:0.
ისეთი შთაბეჭდილება შექიმნა, რომ "ლოკომოტივს" დიდი ანგარიშით მარცხისგან ვერაფერი იხსნიდა. თუმცა, რკინიგზელებმა ტაიმის მიწურულს სალელოვე შეტევის განხორცილება შეძლეს და მესამეხაზელმა გივი ბერიშვილმა, რომელმაც მატჩში ჰეთ თრიკი გაახერხა, პირველი ლელო გაიტანა, ელიზბარაშვილმა გარდასახა - 7:21.
მეორე ტაიმში "ლოკომოტივს" ვეღარ იცნობდით. გუნდმა თავისი თამაში იპოვა, შერკინება, როგორც სჩვევია, მძლავრად და მობილურად ამოქმედდა. 48-ე წუთისთვის მეტოქის ერთ საჯარიმოს ელიზბარაშვილმა ორით უპასუხა და ანგარიშში სხვაობა 11 ქულამდე შეამცირა - 13:24.
თამაშის დამთავრებამდე 32 წუთი იყო დარჩენილი, რაც თერთმეტქულიანი დეფიციტის აღმოსაფხვრელად სრულიად საკმარისი დროა და რკინიგზელებიც საქმეს შეუდგნენ. 54-ე წუთზე მეტოქის ოცდაორმეტრიანი ზონის ხაზთან აუტი სუფთად მოიგეს. ყველა მოლის შეკვრას ელოდა, თუმცა "ლოკომოტივის" მეორეხეზელმა დავით ჩიტიძემ თვითონ შეუტია, რამდენიმე მეტრი ირბინა, მერე თანაგუნდლებიც წამოეშველნენ და შტევის მიმართულების ცვლით, რამდენიმე მოკლე დარტყმა განახორციელეს. ბოლოს ბურთი რაკიდან ბერიშვილმა აიტაცა და მეორე ლელო დადო. ელიზბარაშვილმა ვერ გარდასახა - 18:24.
62-ე წუთზე რუმინელები, რომლებიც რკინიგზელთა დაცვას ვეღარაფერს უხერხებდნენ, მგეზავ ფილიპ ანდრეის საჯარიმოთი ცხრა ქულით დაწინაურდნენ. დრამატული მოვლენები მატჩის ბოლო ათ წუთში განვითარდა. 73-ე წუთზე "ლოკომოტივმა" სხვაობის ორ ქულამდე შემცირება შესძლო. "არადის" ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში ჩვენი გუნდის სასარგებლოდ შერკინება დაინიშნა. რკინიგზელბმა მეტოქის დაძვრა შეძლეს, ორიოდ მეტრი გაიარეს, ბერიშვილმა შერკინებიდან გამოსული ბურთი დროულად აიტაცა და ლელოში შეიჭრა. გარდასხვა შეცვლაზე შესულმა შავლეგ მახარაშვილმა გაგზავნა მიზანში - 25:27.
მანვე თამაშის დამთავრებამდე ორი წუთით ადრე 35 მეტრიდან საჯარიმოც გაიტანა და "ლოკომოტივი" დააწინაურა - 28:27. სამწუხაროდ, ამ ანგარიშის შენარჩუნება ჩვენმა მორაგბეებმა ვერ შეძლეს. ერთ წუთში არადის მგეზავმა საჯარიმოთი ისევ დააწინაურა თავისიანები - 30:28.
"ლოკომოტივმა" თამაში ცენტრიდან დაიწყო. რუმინელები რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ და რკინიგზელებს მატჩის მოგების შანსი მიეცათ. დრო ამოწურული იყო. მახარაშვილს უნდა გაეტანა და თამაში რკინიგზელთა გამარჯვებით დამთავრდებოდა. მაგრამ... ვერ გაიტანა. "ლოკომოტივს" გმირობამდე ერთი ზუსტი დარტმა დააკლდა.
დავით ჩავლეიშვილი, "ლოკომოტივის" მწვრთნელი:
"პირველ ტაიმში ვერაფრით დავლაგდით, მეორეში საკუთარი თამაში ვიპოვეთ, ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გაგვიმართლა. "არადი" საკმაოდ კარგი გუნდია, თუმცა მისი დამარცხება მაინც შეგვეძლო"
ლოკომოტივი-არადი 28:30
ლოკომოტივი (15-9) დავითაშვილი (მახარაშვილი 41), შიოშვილი, ქავთარაძე, ხუციშვილი, ჟამუტაშვილი (კობერიძე 48), ელიზბარაშვილი, ღვინჯილია. (1-8) გასვიანი, გენებაშვილი, ვეფხვაძე, გუჯარაიძე, კორკოტაძე (ელოშვილი 67), ნიშნიანიძე, ოზგებაშვილი (ჩიტიძე 41), ბერიშვილი.
3ლ: ბერიშვილი (3). 2გ: ელიზბარაშვილი, მახარაშვილი. 3ს: ელიზბარაშვილი (2), მახარაშვილი.
სინბინი: გენებაშვილი, გასვიანი.
არადი (15-9) ფერკუ (მაქსიმი 72), გობჟილა, იფტოდე, სტოიკიცე, ლემნარუ (სტრუნე 41) ანდრეი, კალაფეტეანუ (ბიტია 45). (1-8) ბეკა (კარაჯიუ 73), გრინდუი, ცარუსი (ბილცაგი 72), დრენჩიანუ, მორარუ, ტურჩე, სელევესტრუ, ჩოკანი.
2ლ: ლემნარუ, სტოიკიცე. 6ს: კალაფეტეანუ (3), ანდრეი (3). გ: კალაფეტეანუ.
სინბინი: მორარუ.
მსაჯი: უ.ნარიმანიძე (საქართველო)