ნიჟარაძე და ტყეშელიაძე ჰართფურის კოლეჯის გუნდში სტუდენტურ ლიგაში თამაშობენ. ეს გუნდი შვიდი ტურის შემდეგ ექვსი გამარჯვებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. ორიოდ დღის წინ კი სანდრომ "გლოსტერის" სათადარიგო გუნდის შემადგენლობაშიც ითამაშა.
გლოსტერელებმა "ვოსფსის" საკამოდ ძლიერი გუნდი დაამარცხეს - 33:22.
ქართველი მორაგბეები სტუდენტურ ლიგაში შდეგიანობითაც გამოირჩევიან. ნიჟარაძის ანგარიშზე 11 ლელოა, ხოლო ტყეშელიაძემ დღემდე ოთხი ლელო მიითვალა.
"აქ სრულიად გასნხვავებული მოთხოვნებია. როგორც უკანა ხაზი, ისე შერკინება ძალზედ სწრაფად ირჯება. მორაგბეები მაქსიმალურად იხარჯებიან, როგორც ვარჯიშზე, ისე თამაშისას. დისციპლინა უმთავრესია. სხვაგვარად, აქ არც კი წარმოუდგენიათ" - თქვა სანდრო ნიჟარაძემ.
19-წლამდელები
ჰართფური-მალტონი 15:0, ჰართფური-პრინც ჰენრის სკოლა 64:7, ჰართფური-ოკლენდის 39:13, ჰართფური-მაიერსკოუ 36:3, ჰართფური-ვორსტერი 34:0.
სტუდენტური ლიგა
1. ჰართფური - 18 ქულა, 2. ბასი - 15, 3. უვისი - 12, 4. ექსეტერი - 6, 5. კარდიფი - 6, 6. სიუონსი - 3, 7. ბრისტოლი - 3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"