პირველ შემთხვევაში არბიტრმა მოედნიდან რატომღაც ორი უკრაინელი და ერთი რუმინელი გააძევა. მეორე, გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბევრად უფრო დაუნდობელი და ხანგრძლივი გამოდგა. მუშტი-კრივში რუმინელთა სათადარიგოებიც ჩაებნენ, რაც სარაგბო კოდექსით ყველაზე დიდი დანაშაულია. მეტიც, რუმინელი მორაგბეები არ ერიდებოდნენ ჩხუბში ფეხის გამოყენებას, ერთ-ერთმა კი გვერდითი ხაზის ალამი მოაძრო და წაქცეულ მეტოქეს ალმის ტარს თავში ურტყამდა.
ინციდენტის შემდეგ არბიტრმა მოედნიდან ერთი
ამ ჯგუფში ერთი შეხვედრა დარჩა გასამართი. ტურნირის ფავორიტი, თბილისის "ლელო" "ბუქარესტს" დაუპირისპირდება. რუმინულ გუნდს საგრძნობლად შეთხელებული შემადგენლობით მოუწევს თამაში. ორი რუმინელი მორაგბე მატჩს წითელი ბარათის გამო გამოტოვებს, მინუმუმ ამდენივეს სადისციპლინო კომიტეტი დასჯის, რომლის სხდომაც დღეს გაიმართება.
კრედო 63-ბუქარესტი 28:23
კრედო 63 (15-9) მონასტირიოვი, ტაკუნოვი, კ.მასიუკოვი, გეგიძე, აზანოვი, დ.მასიუკოვი (ჟულავსკი 59), დელიერგიევი (კიკაჩეიშვილი 39) (1-8) ჩაიკა, პოლიანსკი (ვასილაკი 38), ვერტილეცკი (ზიბალო 59), რადჩუკი, კულაკოვსკი, ნოვოკრეშჩენოვი, ფედეშინი, კირსანოვი (მილოვი 69).
3ლ: კულაკოვსკი, მონასატირიოვი, კიკაჩეიშვილი. 3ს,2გ: მონასტირიოვი.
სინბინი: გეგიძე.
გაძევება: კიკაჩეიშვილი, რადჩუკი.
ბუქარესტი (15-9) იონი, ბელდეანი, პლოპეანუ (ბადეა 69), ბუდილეანუ, კომონესკუ (მინკუ 10), ვოიკუ, სურუჯუ. (1-8) ზაპანი, იონესკუ (მუნტიანუ 64), იაკობი (დიმიტრუ 36), დინუ, მუნტეანუ, პეტრეანუ, ვასილე (მიტროი 57), ვილკუ.
3ლ: დინუ, მუნტეანუ, მინკუ. 2ს,გ: მინკუ.
სინბინი: მინკუ.
გაძევება: პეტრეანუ.
მსაჯი: მიხეილ ჩაჩუა (საქართველო)
A ჯგუფი: ლელო - 5 ქულა, ოდესა - 4, ბუქარესტი - 1.
B ჯგუფი: ბათუმი XV - 4 ქულა, არადი - 4, ლოკომოტივი - 1.
1 სექტემბერი
ბათუმი XV-ლოკომოტივი
ლელო-ბუქარესტი
4 სექტემბერი
მცირე ფინალი
5 სექტემბერი
ფინალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"