ვინ შეცვლის დე ფილიერსს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრები ერთადერთი ბობოლა სარაგბო ქვეყენაა, რომლის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობაც ჯერჯერობით გაურკვეველია.

მეტიც, "ბოკეს" სამწვრთნელო შტაბი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა ირლანდიელი გარეთ სმოლი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებში შერკინების მწვრთნელი იყო. ის ამიერდიან დაკლან კიდნისთან ერთად "სამყურებს" გაწვრთნის.

სამხრეთ აფრიკის რაგბის მამები კი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის დანიშვნას არ ჩქარობენ. სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელის ვინაობა 27 იანვარს გაცხადდება, თუმცა გამორიცხული არ არის, ამ თანამდებობაზე ისევ პიტერ დე ფილიერსი დატოვონ.

როცა "ბოკეს" მომავალ თავკაცზე საუბრობენ, ყველაზე ხშირად სამ მწვრთნელს ჯონ მიტჩელს
(ლაიონზი), ჯონ პლამტრის (ნატალ შარქსი) და ალისტერ კუციას (სტორმერზი) ახსენებენ ხოლმე. ამ სამიდან თუ ერთ-ერთი მაინც არ დათანხმდა, სავარაუდოდ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უცხოელი უხელმძღვანელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული