რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატი აცხადებდა პრეტენზიას, ნიჟარაძე ამ თანამდებობაზე 25-მა კლუბმა წარადგინა. არჩევნებიც, შესაბამისად, უმტკვნეულოდ, ყოველგვარი ვნებათაღელვის გარეშე ჩატარდა, მას რაგბის თემმა ერთხმად დაუჭირა მხარი და ქართულ რაგბის მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ისევ გიორგი ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და განსკუთრებით ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ქართული
ოთხი წლის წინ პრეზიდენტად როდესაც ამირჩიეს, სამუშაო მრავალი მიმართულებით დამხვდა შესასრულებელი. უწინარესად უნდა მოგვეზიდა საკმარისი თანხები საიმისოდ, რომ შეგვექმნა სარაგბო ინფრასტრუქტურა, რომელიც მაშინ ფაქტობრივად არ არსებობდა. უნდა წამოეგვეწია უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების სათამაშო დონე, გვეზრუნა რაგბის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უნდა მოეპოვებინა ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების საგზური და იქ ღირსეულად ეასპარეზა. ეს შევასრულეთ, ამის თაობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ამიტომ ამ ამბავზე ვრცლად არ ვილაპარაკებ.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია საქართველოს რაგბის კავშირი შესულიყო სუბელიტური ქვეყნების რიგში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილა, IRB-მ მიიღო გადაწყვეტილება და 2013 წლიდან ჩვენ განვითარებული რაგბის კავშირების რიგს შევუერთდებით, რაც IRB-ს მხრიდან ჩვენს მიმართ შეცვლილი დამოკიდებულების დასტურია და ამის შედეგად, ამ ორგანიზაციისგან დაფინასებაც გაგვეზრდება.
ამაღლდა საქართველოს ჩემპიონატში მოასპარზე გუდნების სათამაშო დონე. ეს პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს, ამის მიღწევა კი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ოთხწლიანი პროგრამა. მისი დიდი ნაწილი სწორედ კლუბების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამ პროგრამით გამიზნულმა თანხებმა მისცეს საშუალება ჩვენ კლუბებს უკეთესი პირობები შექმნოდათ წვრთნისა და დასვენებისთვის.
მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ თუ ამ საქმეში კერძო სექტორი არ ჩაერთო, სამომავლოდ ძალიან გაგვიჭირდება. სახელმწიფომ პროგრამის შექმნით, კერძო სექტორს საფუძველი შეუქმნა, რათა მათ კლუბებში ფული დაებანდებინათ. სამწუხაროდ, ამან არ იმუშავა. იმედი მაქვს, რომ მომდევნო ოთხწლიან ციკლში ეს პრობლემა მოგვარდება.
ინფრასტრუქტურის შექმნასა და კიდევ უფრო გაუმჯობესებაში უდიდესი დახმარება გაგვიწია და დღესაც გვიწევს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ", რომელმაც სახელწიფოს მიერ საჩურად გადმოცემულ მიწებზე, რომელთა საბაზრო ღირებულება საკმაოდ დიდია, სარაგბო ბაზების მშენებლობა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ეს თანამშრომლბა არ შეწყვეტილა. მინდა მადლობა გადავიხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი იღონეს და ისე გააკეთს, რომ პოლიტიკას არ შეეწირა რაგბის და ზოგადად სპორტის ინტერესები.
მწყობრში ჩადგა და მთელი დატვირთვით ფუქციონირებს "ავჭალის" სარაგბო სტადიონი და "შევარდენის სანაკრებო ბაზა". წლეულს დასრულდება სტადიონების მშენებლობა მარტყოფში, დიდ დიღომში, რუსთავსა და ასპინძაში. თებერვალში დაიწყება მშენებლობა ბათუმში, გორში, სენაკსა და ფოთში.
რაც შეეხება ქუთაისს, იქ ყველაზე დიდი სარაგბო ბაზა შენდება ოთხი საათამაშო მოედნით და ძალიან კარგი იქნება თუ მისი გახსნა 2013 წლის ბოლოსთვის მოესწრება. სამომავლოდ დაგვრჩება ასაშენებელი სტადიონი თელავში და კიდევ რამდენიმე ადგილზე თბილისში, დიღმის მასივში, იქ სადაც ამჟამად "ლოკომოტივის" ბაზაა და ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში. ამის გარდა კიდევ უნდა გადმოგვეცეს მიწის ნაკვეთები, რადგან პროქტის მიხედვით თბილისში 12 რაგბის მოედანი უნდა მოეწყოს.
გასულ ოთხწლიან ციკლში შეიქმნა საქართველოს A ნაკრები, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ეს არის გუნდი, სადაც ეროვნული ნაკრების მომავალი თაობა უდიდეს გამოცდილებას იღებს. საქართველოს A ნაკრები წლეუსლაც მიწვეულია ბრიტანეთში და მარტში იქ სამ მატჩს გამართავს.
რაც შეეხება შვიდკაცა რაგბის ნაკრებს, აქ ერთ დროს საკამოდ დიდი მიღწევები გვქონდა. ახლა შვიდკაცა რაგბი ოლიმპიური სახეობაა და თუ შესაბამისი დაფინანსება არ გვექნება, ოლიმპიდაზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება, მით უფრო, რომ იქ მხოლოდ 12-მა გუნდმა უნდა იასპარეზოს, რაც ძალიან ცოტაა.
ძალზედ წარმატებული იყო ჩვენი ასაკობრივი ნაკრბების გამოსვლა სხვადასხვა რანგის ტურნირებში. ძალიან კარგი რეზერვი მოდის და მათ სამომავლოდ შესაბამისი დონის საწვრთნელი და ინტელექტუალური ბაზა უნდა დავახვედროთ.
სახელმწიფოსთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გვექნება უფრო გაზრდილი დაფინანსება, ვიდრე აქამდე იყო. 2013 წლიდან კი დაფინანსებას IRB-იც გაგვიზრდის. სულ კი გასულ ოთხწლიან ციკლში საქართველოს რაგბის კავშირმა მოიზიდა 33 მილიონი ლარი. წინა ოთხწლიან ციკლს თუ შევადარებთ, ეს ციფრი მილიონ ნახევარს არ აღემატება.
33 მილიონი ბევრიც არის და ცოტაც. მაგალითისთვის ინგლისის რაგბის კავშირის შემოსავალი ლარს რომ შევადაროთ, 350 მილიონია, შოტლანდიის 200 მილიონი, ხოლო არგენტინის 150 მილიონი. ჩვენ შესაძლოა ასეთი დაფინანსება არასდროს გვქონდეს, მაგრამ თუ იმაზე მეტი გვექნება, რაც გვქონდა, ამ ქვეყნების ნაკრებებთან გამარჯვება უფრო რეალური იქნება.
ჩვენ ყველანი ერთად ვაგრძელებთ ყოველდღიურ, რუტინულ სამუშაოს. ქართული რაგბის აქვს პოტენციალი, რომ ოთხ წელიწადში, მნიშვნელოვნად წაიწიოს წინ. თუ დავინახე, რომ დაპირებულს ვერ ვასრულებ და საქმეს ვერ ვუძღვები, ერთი დღე არ დავრჩები ამ თანამდებობაზე და მოვა ის, ვინც უკეთ შეძლებს მუშაობას".
ყრილობაზე გადაწყდა, რომ საქართველოს რაგბის კავშირის გამგებლის წევრთა რაოდენობა 13-კაცამდე გაიზარდოს. დასასრულს დარბაზში საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები მილტონ ჰეიგი და კრის გიბსი მოიწვიეს, რომლებმაც ხელი ორწლიან ხელშეკრულებას მოაწერეს.
მილტონ ჰეიგი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
"მინდა მივულოცო გიორგი ნიჟარაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით არჩევა. ეს დაწყებული საქმის გაგრძელებას, უწყვეტობას ნიშნავს, რაც, ვფიქრობ, ქართულ რაგბის სარგებლობას მოუტანს.
ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ვეცდებით, ის, რაც აქამდე ნაკრებში რიჩი დიქსონმა გააკეთა კიდევ უფრო განვავითაროთ და საქართველოს ნაკრების დონე ავამაღლოთ. ამასთან ერთად, ეროვნული ნაკრების გარდა ჩვენ ვიმუშავებთ მთელ ვერტიკალზე, ასაკობრივ ნაკრბებთან და სარაგბო აკადემიაში.
ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ქართულ რაგბიში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მუშაობის ორი წელიწადი წარმატებული იქნება და კიდევ ორი წლით გავახანგრძლივებთ კონტრაქტს."
რიჩი დიქსონი, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრი:
"ჩვენ ყველანი ქართული რაგბის წინსვლის მოწმენი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი უწყვეტი იქნება და კიდევ უფრო განვვითარდებით. ჩვენ ახლოს ვართ მსოფლიოს ელიტარულ ათეულთან. ყველაფერი უნდა გავიღოთ, რომ იქ შევაბიჯოთ. ბოლო ნაბიჯის გადადგმა კი ყველაზე რთული იქნება. მთავარი კი ის არის, იქ ადგილის დამკვიდრება შევძლოთ.
საქართველოს ნაკრებს ახლა ახალი მწვრთნელები ჰყავს. იმედი მაქვს, რომ მათაც ისევე დაუჭერთ მხარს და დაეხმარებით, როგორც მე მეხმარებოდით მწვრთნელობისას. ამისთვის, ყველას დიდ მადლობას გიხდით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"