"არმიამ" რუსეთის ჩემპიონი "ენისეი" დაამარცხა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდმა "არმიამ" კრასნოიარსკის "ენისეი" ანგარიშით 10:7 დაამარცხა.

7 მარტს გამართულ ამხანაგურ მატჩში საქართველოს ჩემპიონი რუსეთის ჩემპიონს დაუპირისპირდა და პრინციპული თამაშის მოგება შეძლო.

მოწინააღმდეგის კარში ლელო "არმიელებმა" მამუკა ნინიძემ და გიორგი კალმახელიძემ გაიტანეს. შეხვედრა ქ. ანტალიაში გაიმართა, სადაც "არმია" ორკვირიან შეკრებაზე იმყოფება. "არმიელები" საქართველოში 15 მარტს დაბრუნდებიან.

rugbyarmia.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული