გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ინგლისელებთან საასპარეზოდ ასეთი შემადგენლობა გაიყვანა:
საქართველო A: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ალექსანდრე ნიჟარაძე, 13. ზურაბ ძნელაძე, 12. ირაკლი ჩხიკვაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. გიორგი ჯიმშელაძე, 9. ბიძინა სამხარაძე. 1. ირაკლი მირცხულავა, 2. შალვა სუთიაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. დავით ჩიტიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ბექა ბიწაძე, 7. გივი ბერიშვილი, 8. გიორგი თხილაიშვილი.
16. ბექა მეკოკიშვილი, 17. გიორგი
შეგახსენებთ, რომ საქართველოს A ნაკრებს თან ახლავს ეროვნული ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელები: მილტონ ჰეიგი, კრის გიბსი და ტონი ბარჯესი.
როგორც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამ ტურნესთვის შესაძლებელი იყო უკეთესი გუნდის შეკრებაც, მაგრამ ეს სამი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. პირველი: მორაგბეები არ გამოუშვეს ფრანგულმა კლუბებმა; მეორე: 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფისთვის ემზადება, რომელიც ივნისში სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება და ამიტომ მოხდა კონტინგენტის გადანაწილება; ამასთან ერთად, ფულბეკ ირაკლი ყიასაშვილს გაუმიზეზდა რუსეთის ნაკრებთან თამაშისას მიღებული ტრავმა და ტურნეში გამგზავრება ვერ შეძლო.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს A ნაკრები 27 მარტს უელსის კლუბების ნაკრებთან გამართავს, ოთხი დღის შემდეგ კი ჩრდილოეთ უელსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"